ვიდეო
"ახლებურად გადაწყობა სჭირდება ძველი ქალაქის ყველა სახლს და ყველა ქუჩას"
FaceBook
ქუთაისი, ავთენტური ქალაქის სახეს, ჯერჯერობით, ინარჩუნებს, თუმცა, მის ისტორიულ ნაწილში უხეში ჩარევის ფაქტები, რაც სახეს უცვლის ქალაქს, უკვე შეინიშნება.

გიდები ამბობენ, რომ არასწორმა ურბანულმა ჩარევებმა, ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, ტურიზმის განვითარების კუთხით, შესაძლოა, არამიმზიდველი გახადოს, რადგან ტურისტების უმრავლესობა სწორედ იმიტომ ჩამოდის აქ, რომ ის არქიტექტურა ნახოს, რაც ქუთაისს ისტორიულ სახეს უნარჩუნებს.

"ბევრი ტურისტი, ვინც ჩამოდის ქალაქში, თუ ნამყოფია თბილისში ან ბათუმში, ყველა ამბობს, რომ ქუთაისი უფრო მოეწონათ, იმიტომ რომ ყველგან არ არის ჩადგმული ბეტონის კორპუსები",- ამბობს გიდი და ტურისტული სააგენტო
Travel To Georgia-ის დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი.

ამის მიზეზად გიდს ქუთაისში დაბალი ეკონომიკური აქტივობა მიაჩნია და თვლის, რომ ქალაქი უნდა განვითარდეს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს თბილისის, ბათუმის, თუნდაც ბაკურიანის შემთხვევაში მოხდა.

ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ უკვე ქუთაისშიც თვალშისაცემია არაფრისმთქმელი და ქალაქისთვის არაფრისმომტანი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომელიც უბრალოდ აშენებული კედლებია და მეტი არაფერი.

"თუ ჩაიდებოდა შინაარსი, ვგულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა ატრაქციით დაიტვირთებოდა ქალაქი, იქნებოდა ძალიან კარგი",- განმარტავს ის.

გიდი მიიჩნევს, რომ უნდა გავიზიაროთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება - ის, რომ რესტავრაცია და ახლებურად გადაწყობა სჭირდება ძველი ქალაქის ყველა სახლს და ყველა ქუჩას. 

კერძოდ, ბერეკაშვილის თქმით, უნდა ნარჩუნდებოდეს ისტორიული გარემოც და ამასთან, ქუთაისი უნდა გახდეს თანამედროვე ქალაქიც. 

"რაც უფრო მეტი ცათამჯბეჯი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბრენდი შემოვა, ამოძრავდება ეკონომიკა და ფული ჩაიდება, უკეთესი იქნება ამ ქალაქისა და მისი მომავლისთვის",- ამბობს გიდი. 

მაგალითად, ბერეკაშვილის თქმით, კარგი ინიციატივა იქნებოდა, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ერთი ფერის სახურავების პოლიტიკა თუ იქნებოდა, იმისთვის, რომ ქალაქის ზედხედი ერთგვაროვანი და ლამაზი იყოს.

"ახლანდელი სიტუაცია არ სძენს იმ ხიბლს ამ ქალაქს, რაც უნდა ჰქონდეს და რაც მიზიდველი იქნებოდა ტურისტებისთვის",- ამბობს ის.

ბერეკაშვილი იმ პროექტებზეც საუბრობს, რომელიც ქუთაისში, დაპირების მიუხედავად, არ შესრულდა და რაც, თავის მხრივ, ადგილობრივების დასაქმების და შემოსავლების მოზიდვის პერსპექტივას აქრობს. ამასთან, ქალაქს ათასობით ტურისტს აკარგვინებს.

"მაგალითად, რიონისპირა სახლებს რომ რესტავრაცია ჩატარებოდა, ისევე როგორც ძველ სიღნაღსა და თბილისში ჩატარდა, ქალაქი არ დაკარგავდა დიდი რაოდენობით პოტენციურ ტურისტს, რომელიც ესტურებოდა ქუთაისს ამისთვის. როცა ქალაქში არ კეთდება ინვესტიცია, ეკონომიკური მიმზიდველობის ცენტრები, ადგილობრივი მოსახლეობა ღარიბდება და იძულებულია, წავიდეს. რიონისპირა სახლების მაცხოვრებელთა უმეტესობამ სახლები დატოვა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, აქ გაიხსენობდა კაფეები, რესტორნები, სასტუმროები და იქნებოდა ქალაქში საკმოდ მიმზიდველი ადგილი. იქ მცხოვრებელიც იქნებოდნენ დასაქმებულები და შემოსავლიანები",- განმარტავს ლაშა ბერეკაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს
ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია
აქვს.
13:34 / 23.01.2025
ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია აქვს.
საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც -
ასე უსწორდება
12:55 / 23.01.2025

საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც - ასე უსწორდება "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.