"ქუთაისიპოსტი", საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემების გარშემო,
მოქალაქეებს თავისუფალ ტრიბუნას უთმობს.
მათ შესაძლებლობა აქვთ, გააჟღერონ თავიანთი ხედვა კონკრეტულ საკითხთან
დაკავშირებით - სად ხედავენ პრობლემას, რა არის გამოსავალი და რას
გააკეთებდნენ გადაწყვეტილების მიმღებნი თავად რომ იყვნენ.
„თავისუფალი ტრიბუნის“ მორიგი თემა ურბანული განვითარების
საფრთხეებია, რაც ქუთაისშიც, ბოლო პერიოდში, თვალშისაცემი გახდა.
ჩვენს მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ქუთაისის
ისტორიულ უბნებში უხეში ჩარევის ფაქტები, სამშენებლო
აქტივობების დაწყება უკვე შეინიშნება. მათი თქმით, ეს პრობლემა ისეთი
გამოკვეთილი არ არის, როგორც თბილისისა და
ბათუმის მაგალითზე, თუმცა თუ ტენდენცია გაგრძელდა, ქუთაისი დაკარგავს
ავთენტურობას, იმ ხიბლს, რითაც ქალაქი ტურისტებისთვის
მიმზიდველია.
რაც შეეხება გამოსავლის გზებს, მოქალაქეები ამბობენ, რომ ამ
პრობლემაზე ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლება ერთად უნდა
იმუშავოს. კერძოდ, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც
დაარეგულირებს ურბანული განვითარების პროცეს და არ მოხდება ისტორიულ
ზონებში უხეში ჩარევა. ამასთან, ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ქალაქში
უნდა არსებობს გენ.გეგმა, რომელიც ყველასთვის იქნება
ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები