"კიკვიძის #8 ნომერიში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში შეინიშნება
მეწყრული პროცესი. რომელიც მცირედ მაგრამ მაინც მოძრაობს და საფრთხეს
უქმნის საცხოვრებელ სახლს...კიკვიძის #8-ში მდებარე სახლი იმყოფება
სახიფათო მდგომარეობაში, რადგან მეწყრული პროცესი განვითარებულია
სახლთან კრიტიკულ მანძლზე“
ეს არის ამონარიდი საინჟინრო გეოლოგიური კვლევისა, რომელიც ქუთაისში,
გორას დასახლებაში გაკეთდა.
მსგავსი დასკვნები არაერთ სახლზე დაიწერა. ზოგადად გორა მეწყრულ ზონად
ითვლება და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.
ეს თვალნათივ ჩანს ბევრ უბანზე,
ასე მიაჩნიათ ადგილობრივებს და ამას ადასტურებს გეოლოგიური კვლევაც.
ბევრ ქუჩაზე, კონკრეტული სახლები გაამაგრეს, დამცავი კედლებიც გაკეთდა
თუმცა ეროზიის, ჯდომის პროცესი არ წყდება და აჩენს ბზარებს და ვერ
უზრუნველყოფს სრულ დაცულობას.
"ყოველი წვიმის გვეშინია, არ ვიცით რას გამოიწვევს. ვცხოვრობთ მუდმივი
შიშის ქვეშ. ყველა მთავრობას მივმართავთ. ეს პრობლემა დიდი ხანია
არსებობს. ბოლო წლებში განსაკუთრებით. მეწყერი ჯერ ათი მეტრით, მერე
რვა და ბოლოს პირდაპირ ჭიშკართან მომადგა", - ამბობს გორას მცხოვრები
გია ბერაძე.
მასალის გამოყენების პირობები