"მხიარული ახალგაზრდები", "ბედნიერი შეხვედრა", "კოლმეურნის ქორწილი",
"ქეთო და კოტე", "ჭირვეული მეზობლები", "დაკარგული სამოთხე" - ყველა
ეს ბედნიერი სახელწოდების და შინაარსის ფილმი სტალინურ ეპოქაში
გადაიღეს, მაშინ როდესაც რეპრესიები პიკზე იყო და ყოველდღიურად ასობით
ოჯახი უბედურდებოდა.
რაც უფრო მასშტაბური იყო ტრაგედია, მით უფრო მხიარულია
ხელოვნება.ტოტალიტარული რეჟიმების გამოცდილებებმა აჩვენეს, რომ რაც
უფრო ბრწყინვალე, უდარდელი და ბედნიერია ხელოვნება, მით უფრო ცუდადაა
საქმე იმ ქვეყანაში.
მეორე წელია საქართველო პროტესტის რეჟიმში ცხოვრობს. ხელისუფლების
მხრიდან მიტაცებულმა ძალაუფლებამ პროტესტი ყოველდღიურ მოვლენად აქცია
სადაც შეურაცხყოფენ, იჭერენ, აწამებენ ადამიანებს, არღვევენ და
არაფერად აგდებენ ადამიანის უფლებებს და კონსტიტუციას.
ასეთი კონტექსტის და ამ რეალობის პირობებში მესხიშვილის თეატრში ჩარლზ
დიკენსის" საშობაო სიმღერის" მიხედვით სპექტაკლი "საშობაო სიზმარი"
დადგეს.
ა?
მასალის გამოყენების პირობები