მთელი ქუჩა ჩაკვდა - ამბობს ზესტაფონში თაბუკაშვილის ქუჩაზე
მდებარე ერთ-ერთი კაფის თანამშრომელი, რომელიც 10 წელია
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე ტრანსპორტით მოძრავ ადამიანებს
მასპინძლობს.
ლელა სარდანაძე იმ მძიმე შედეგებზე გვიყვება, რომელიც
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლით გზის გახსნას
მოჰყვა.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ,
ადგილობრივებისთვის ალეტრანტიული ფართი შორაპანზე უნდა მოწყობილი.
თუმცა, მაგისტრალის გახსნიდან თითქმის ერთი წლის შემდეგაც სამუშაობი
დაუსრულებლია.
"ავტობანის გახსნის შემდეგ, ჩვენს ქუჩაზე თითქმის შეწყდა
გადაადგილება. შესაბამისად, ამ ქუჩაზე განთავსებულ სწრაფი კვების
ობიექტებს მოგვაკლდა ხალხი. შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ ორი
ადამიანიც არ შემოვიდეს", - ამბობს ლელა სარდანიძე.
ქუჩაზე სადაც, 50-მდე სწრაფი კვების ობიექტი მუშაობდა, ახლა მხოლოდ
რამდენიმე ფუქნციონირებს, დანარჩენებზე გაჩნდა წარწერა:
“დაკეტილია”.
"ავტობანის გახსნამ მხოლოდ კვების ობიექტზე არ იმოქმედა.
ავტოსამრეცხაოებიც და სახელოსნოებიც დაზარლდნენ. ჩვენ ვინც შემოვრჩით,
ვართ ასე, დატვირთვა აღარ გვაქვს", - ამბობს რესტორანი "რჩეულის"
მფლობელი ვახტან ნებიერიძე.
ადგილობრივების თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე იგივე თანმიმდევრობით
იხურება ობიექტები, რა თანმიმდევრობითაც ორი ათეული წლის წინ
იხსნებოდა.
„ხვალ რომ მოხვიდეთ, მეც შეიძლება აღარ ვიყო აქ. ხალხს არსებობა და
თავის გატანა გვინდა, რამე უნდა მოვძებნოთ, სხვა რა გზა გვაქვს“, -
გვითხრა ლელა სარდანიძემ.
ზესატონელები ამბობენ, რომ ქალაქში და ქვეყანაში ინფრასტრუქტურა უნდა
მოეწყოს, გზების და ავტობანების მშენებლობა უნდა იყოს, თუმცა ამით არ
უნდა ზარალდებოდნენ, რიგითი, თვითდასაქმებული ადამიანები.
ზესტაფონის მერიაში განმარტავენ, რომ იციან მცირე მეწარმეების
პრობლემები.
"ჩვენთვის გასაგებია მათი პრობლემა. ჩვენ ორგანიზება გავუწიეთ ამ
ადამიანების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრას.
იქ ითქვა, რომ ავტობანის მიმდებარედ აშენდებოდა კაფეები, ზოგიერთი
მათგანისთვის მისაღები იყო ეს პირობა, ზოგი არ დათანხმდა", -
განმარტეს ზესტაფონის მერიის პრესსამსახურში.
სწრაფი კვების ობიექტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიზნესი კერძო
სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. ალეტრნატიულ ადგილზე
გადატანის შემდეგ იჯარის გადახდა მოუწევთ, რაც მომგებიანი არ
არის.
ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი 2024 წლის აპრილში გაიხსნა. 4 ზოლიანი
ცემენტ-ბეტონის გზა მოიცავს 4 გვირაბს და 11 ხიდს. ახალი გზა რიკოთის
პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც
გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე
გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის
განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. რიკოთის
საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება
2.6 მილიარდი ლარია.
მასალის გამოყენების პირობები