ვიდეო
"სანამ სახელფასო დავალიანებას არ გაგვისწორებენ, გაფიცულები ვიქნებით"- რა ხდება კოსტავას ქუჩაზე
FaceBook
მუშები, რომლებიც ქუთაისში, კოსტავას ქუჩაზე, საკანალიზაციო არხის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდნენ, გაიფიცნენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ კომპანია "თიდი კონსტრაქშენისგან" რამდენიმე თვეა, გაწეული შრომის ანაზღაურება არ მიუღიათ.

მუშები განმარტავენ, რომ სანამ კუთვნილ ხელფასებს არ დაურიცხავენ, მუშაობას არ გააგრძელებენ. შესაბამისად, შეფერხდება გზის ინფრასტრუქტურის მოწყობაც. 

"არიან თანაშრომლები, რომლებსაც კუთვნილი ანაზღაურება სექტემბრის მერე არ აუღიათ. კომპანია გვეუბნება, დაამთავრეთ ბარემ სამუშაოები და მერე გადაგიხდით სრულადო, მაგრამ უკვე აღარ გვჯერა. სანამ სახელფასო დავალიანებას არ გაგვისწორებენ, გაფიცულები ვიქნებით. ჩვენ ვასრულებთ მიწისქვეშა სამუშაოებს და სანამ კანალიზაციის სისტემა არ მოწესრიგდება, მანამდე, თავისთავად, ვერც გზა დაიგება",- ამბობს გიორგი გუბელიძე. 



კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გასული წლის ივნისში დაიწყო. ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს "ჯეო კონსტრაქშენი" ახორციელებს, მიწიქვეშა კომუნიკაციების მოწყობას კი "თიდი კონსტრაქშენი". მუშების ბრალდებებთან დაკავშირებით, მათთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა კომპანიაში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის დაკვეთით ხორციელდება და პროექტის ღირებულება 2 მილიონ 198 774 ლარია. 

პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდა გზას, რომლის სიგრძეც 746 მეტრია. ასევე, გათვალისწინებულია ქუჩის მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციაც. გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხი.

სამუშაოები 2025 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს.









Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შობის ღამეს, დემოსტრანტები, ახალი წლის მსგავსად, პროტესტის უცვლელ
ადგილას, ქუთაისის მერიასთან შეხვდნენ.
00:09 / 07.01.2025
შობის ღამეს, დემოსტრანტები, ახალი წლის მსგავსად, პროტესტის უცვლელ ადგილას, ქუთაისის მერიასთან შეხვდნენ.
პროტესტის ნიშნად ქუთაისში მცირე მეწარმეებმა უარი თქვეს
14:22 / 28.12.2024
პროტესტის ნიშნად ქუთაისში მცირე მეწარმეებმა უარი თქვეს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობის მიღებაზე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.