უკვე ერთი თვეა საქართველოს
მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან საკუთარ ქალაქებში და
თვითორგანიზებით, მშვიდობიანად მოითხოვენ ახალი საპარლამენტო
არჩევნების დანიშვნას.
ზამთრის ცივი დღეების მიუხედავად, ადამიანები 2024წლის 28ნოემბრიდანქუჩაშიდგანან.დღიდან,როცა
ქვეყანაში დაიწყო მშვიდობიანი, უწყვეტი, მძლავრი სამოქალაქო პროტესტი.
28 ნოემბერს, "ქართული ოცნების" განცხადებამ ევროკავშირში
გაწევრიანების შეჩერების შესახებ, სათავე დაუდო თვისობრივად ახალ,
ეროვნულ მოძრაობას.
ქვეყნის ისტორიაში პირველად, აქციებს არ
ჰყავს ლიდერი, დემონსტრაციებზე არ ისმის პოლიტიკოსების მოწოდებები,
აქტივისტებს არ აქვთ დესტრუქციული მიზნები. პროტესტმა გააერთიანა
ყველა პროფესიის ადამიანი. ახალ არჩევნებს ითხოვენ მსახიობები,
მწერლები, პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, სტუდენტები ... ყველა,
ვისთვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.
მოქალაქეების პროტესტს სასტიკი მეთოდებით პასუხობს
ძალაუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური პარტია. "ქართული ოცნების"
სპეცრაზმმა უმოწყალოდ სცემა და დააკავა ასობით ადამიანი; პროტესტის
ჩასახშობად მიიღეს კანონები, რომლებიც პრაქტიკულად კრძალავს შეკრებისა
და გამოხატვის უფლებას. რეპრესიების მიუხედავად, მოქალაქეები პროტესტს
არ წყვეტენ და გაჩერებას ახალი არჩევნების დანიშვნამდე არ
აპირებენ.
უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ქუთაისშიც. მერიის
შენობის წინ მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან და ახალი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ქუთაისში აქციის
მონაწილეები ამბობენ, რომ მათ საერთო მიზანი აქვთ და ამ მიზნის
მიღწევამდე სახლში წასვლას არავინ აპირებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები