ვიდეო
ქუთაისში "ერთობის ჯაჭვი" შეიკრა
FaceBook
საპროტესტო აქციების დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ქუთაისში „ერთობის ჯაჭვი" შეიკრა.

სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდის მიმდებარედ შეიკრიბნენ და „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ.

ამ ფორმით ისინი ერთთვიან უწყვეტ აქციას შეუერთდნენ და ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს. 

პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეები ამბობენ, რომ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ: დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები.

"ერთობის ჯაჭვი - ეს არის ჩვენი გაერთიანების სიმბოლო და ჩვენი დევიზის, "ძალა ერთობაშიას" ხორცშესხმა". ქართველი ყოველთვის დგება ქართველის გვერდით, როცა ეს სამშობლოს სჭირდება. ქუთაისში, რუსთაველის ხიდი და წითელი ხიდი გახდა გამაერთიანებელი ადამიანებისა",- ამბობენ აქციის მონაწილეები. 



28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, „ერთობის ჯაჭვი" საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შეიკრა. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები, ქვეყნის მასშტაბით, 15:00 საათიდან ჩადგნენ.

ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ქუჩაში გამოსული ათასობით დემონსტრანტი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, შეაჩერონ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, დემონსტრანტებზე ძალადობაში მონაწილე პოლიციელების დასჯასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შობის ღამეს, დემოსტრანტები, ახალი წლის მსგავსად, პროტესტის უცვლელ
ადგილას, ქუთაისის მერიასთან შეხვდნენ.
00:09 / 07.01.2025
შობის ღამეს, დემოსტრანტები, ახალი წლის მსგავსად, პროტესტის უცვლელ ადგილას, ქუთაისის მერიასთან შეხვდნენ.
პროტესტის ნიშნად ქუთაისში მცირე მეწარმეებმა უარი თქვეს
14:22 / 28.12.2024
პროტესტის ნიშნად ქუთაისში მცირე მეწარმეებმა უარი თქვეს "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობაზე მონაწილეობის მიღებაზე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.