ვიდეო
დაცლილი სოფელი - სიჩუმე ადამიანების ნაცვლად
FaceBook
იმერეთში არსებული სოფლები ყოველწლიურად იცლება. 

ხალხი ტოვებს მამა-პაპისეულ კარ-მიდამოს და ქალაქებში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეძებს ეკონომიკური პრობლემების მოგვარების გზებს. 
მოსახლეობის კლებაზე მიუთითებს საქსტატის მონაცემები.
იმერეთის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა 1994 წლისთვის 391,7 ათასს შეადგენდა, 2024 წლის მონაცემებით ეს რიცხვი შემცირდა და 229,8
ათასი შეადგინა ანუ იმერეთი ბოლო 30 წლის განმავლობაში 161,900 ადამიანმა დატოვა.
მოსახლეობის კლების დინამიკა ჩანს ხონის მუნიციპალიტეტის შემთხვევაშიც.
2015 წლის მონაცემით ხონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში 14,400 ადამიანი ცხოვრობდა. 2024 წლის მაჩვენებლით სასოფლო დასახლება 14,400 -დან 11,400-მდე შემცირდა.

ხონის მუნიცპალიტეტში შემავალი ძეძილეთის თემის სოფლებში მოსახლეობა მცირდება.

"ადრე ოთხი ოჯახი ვიყავით ამ პატარა მონაკვეთში, ახლა მარტო დავრჩი. ადამიანი აღარ მხვდება გამარჯობა რომ ვუთხრა", - ამბობს ძეძილეთელი ვალერი გელბახიანი.

ძეძილეთის სოფლებში ადამიანის პოვნას ძებნა სჭირდება.

რასაც ხედავ ან გესმის ცარიელი, მიტოვებული სახლები და სიჩუმეა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
უკვე 4 წელია, თეონა ლევიძის დილა, 07:00 საათზე, საქონლისა და
ფრინველების მოვლა-პატრონობით იწყება, დღის დარჩენილი ნაწილი კი
სახლის საქმეებში გადის.
12:50 / 17.12.2024

უკვე 4 წელია, თეონა ლევიძის დილა, 07:00 საათზე, საქონლისა და ფრინველების მოვლა-პატრონობით იწყება, დღის დარჩენილი ნაწილი კი სახლის საქმეებში გადის.

20:46 / 10.12.2024
"ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპაშია, ეს გვინდა დავაფიქსიროთ და ასევე, ვუთხრათ მთავრობას, რომ დაუშვებელია ის ძალადობა, რომელიც აქციის მონაწილეების მიმართ ხორციელდება",- ამბობენ მედიკოსები, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად, ქუჩაში, თეთრი ხალათებით, გამოვიდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.