ვიდეო
"გვინდა, ვიცხოვროთ თავისუფალ ქვეყანაში"- წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მათ “ქართული ოცნების” მიერ საგარეო კურსის ცვლილება გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ საქართველო არასდროს გახდება რუსეთის ნაწილი. 

სტუდენტების თქმით, ვერ დაუშვებენ, რომ უნივერსიტეტს, რომელიც უნდა იყოს განათლებისა და პროგრესის სიმბოლო, არ ჰქონდეს მკაფიო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

"ვუუერთდებით პროტესტს, რომელიც მიმართულია ბრძოლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. ვგმობთ ძალადობას და მოვუწოდებთ ლექტორებს, საჯარო მოხელეებს, ჯერ კიდევ ნეიტრალურ პოზიციაზე მყოფ ადამიანებს, დაგვიდგნენ გვერდით",- აცხადებენ ქუთაისელი სტუდენტები.




აქციაზე გამოსვლამდე, უნივერსიტეტის სტუდენტებმა განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს, ამ დროისთვის, 700-მდე პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი აწერს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და გმობენ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს
ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია
აქვს.
13:34 / 23.01.2025
ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია აქვს.
საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც -
ასე უსწორდება
12:55 / 23.01.2025

საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც - ასე უსწორდება "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.