ქუთაისში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობა აქციით გააპროტესტეს
12:56 / 30.11.2024
"მოგვეცით უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება”, – ამ დევიზით, ქუთაისში,
მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მათ თბილისში გამართული აქციებისას კოლეგებზე განხორციელებული
ძალადობა დაგმეს და დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მედიის წარმომადგენლების თქმით, საქართველოში ჟურნალისტიკა სახიფათო
და სასიკვდილო პროფესია გახდა, რაზეც პასუხისმგებლობას ხელისუფლებას
აკისრებენ.
"ბოლო ორი დღეა, ვხედავთ, როგორც ამცირებენ, ავიწროებენ და
სასიკვდილოდ იმეტებენ ჩვენს კოლეგებს. ეს არის ბრძანების დონეზე
გაკეთებული ქმედებები. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია თავისუფალი
სიტყვის მიმართ",- განაცხადა ჟურნალისტმა გვანცა თოთაძემ.
28-29-30 ნოემბრის ღამეს, სამართალდამცავებმა იძალადეს და
საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო
„ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი
ალექსანდრე ქეშელაშვილი, "ტვ პირველის" ჟურნალისტი მარიამ
გაფრინდაშვილი, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტები და ა.შ.
საპროტესტო ტალღა ქუთაისში, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში
მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ
განაცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები