ვიდეო
მერიას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვების ბრალდებას უყენებენ
FaceBook
ქუთაისის მერიას პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვების ბრალდებას უყენებენ.
ცოტნე თვარაძე ამბობს, რომ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ მერიაში ხელშეკრულება მხოლოდ იმიტომ არ გადაუგრძელეს, რომ 26 ოქტომბერს ხმა "ქართულ ოცნებას" არ მისცა.

ამბობს, რომ მას სამსახურში მმართველი პარტიისთვის კონკრეტული მასალების დამზადება სთხოვეს, რაზედაც უარი თქვა. ამის შემდეგ იყო, არჩევნები, სადაც საკუთარი არჩევანი მმარტველი პარტიის საწინააღმდეგოდ დააფიქსირა.

"არჩევნებზე მისულს დამკვირვებელემა ("ქართული ოცნების") კონვერტიდან გამოაცურა ჩემი ბიულეტინი და მანამ აცურებდა, სანამ არ გამოჩნდა მარკერის კვალი. ეს ყველაფერი კი ერთმანეთს დაემატა და მიიღეს ეს გადაწყვეტილება. თუმცა არავის არ აუხსნია თუ რატომ არ გადამიგრძელეს შრომითი ხელშეკრულება მაშინ როცა მთელი ოთხი წლის განამვლობასი ასე აკეთებდნენ", - ამბობს ცოტნე თვარაძე.

ცოტნე თვარაძე მერიაში ერთადერთი დიზაინერ-გრაფიკოსი იყო, რომლის მუშაობით, როგორც გათავისუფლებული თანამშრომელი აღნიშნავს, ოთხი წლის განამვლობაში კმაყოფილები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ცოტნე თვარაძე აქტიურად მონაწილეობდა ბალდის კანიონის პროტესტში.

"შესაძლოა ესეც იყო მიზეზი", - აღნიშნავს ცოტნე თვარაძე.



ქუთაისის მერიაში თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაშვების ბრალდებაზე კომნეტარს არ აკეთებენ. ცოტნე თვარაძე ამბობს, რომ მერიის წინაარმდეგ სარჩელს სასამართლოსი შეიტანს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.