ვიდეო
ქუთაისის ცენტრალური ბულვარი - 1 წუთში მთავარი სათქმელი საარჩევნო სუბიექტებისთვის
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარის სრეკონსტრუქციო სამუშაოები დაპირებიდან 6 წლის შემდეგ  მიმდინარეობს.
მართალია, ჯერ ბულვარის კეთილმოწყობა დასრულებული არ არის, თუმცა, ადგილობრივების ნაწილი უკვე უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

როგორია ქუთაისში წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტების ხედვა  ქალაქის ცენტრალურ ბულვარტან დაკავშირებით და როგორ უნდა მოხდეს მისი რეაბილიტაცია, რომ ავთენტურობა არ დაკარგოს? 

ქუთაისიპოსტი, ქუთაისში წარმოდგენილ თითოეულ საარჩევნო სუბიექტს 1 წუთს უთმობს, რომ აუდიტორიას გააცნონ თავიანთი ხედვები ქუთაისისთვის მთავარი თემის გარშემო. ტრადიციულად უარი გვითხრა "ქართული ოცნების" წარმომადგენელბამა. ასევე, უარი თქვეს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებაზე პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმაც.



ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების რეაბილიტაციისთვის ტენდერი {NAT220025121] მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს „დაგმა“ აიღო.

თუმცა, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის დაპირება გაცილებით ადრე, 2018 წელს გაიცა, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი ჭიღვარიას მიერ. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ. თუმცა, პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.

საბოლოოდ, ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას, მუნიციპალური ფონდის მიერ ტენდერის გამოცხადებიდან, კიდევ 2 წელი დასჭირდა. 2024 წლის მარტში დაწყებული ბულვარის რეაბილიტაცია, ხელშეკრულების პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის ყოფილს შენობას მთავრობამ წინასაარჩევნოდ ახალი
დანიშნულება მისცა. მორიგი დაპირებით შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა
განთავსდეს.
13:19 / 24.10.2024
პარლამენტის ყოფილს შენობას მთავრობამ წინასაარჩევნოდ ახალი დანიშნულება მისცა. მორიგი დაპირებით შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა განთავსდეს.
ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რიონისპირა სახლების კეთილმოწყობა
ხელისუფლების მხრიდან შეუსრულებელ დაპირებებს შორის ერთ-ერთია.
12:44 / 24.10.2024
ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რიონისპირა სახლების კეთილმოწყობა ხელისუფლების მხრიდან შეუსრულებელ დაპირებებს შორის ერთ-ერთია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.