ვიდეო
პარლამენტის ყოფილი შენობა - 1 წუთში მთავარი სათქმელი საარჩევნო სუბიექტებისთვის
FaceBook
პარლამენტის ყოფილს შენობას მთავრობამ წინასაარჩევნოდ ახალი დანიშნულება მისცა. მორიგი დაპირებით შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა განთავსდეს.
როგორია ქუთაისში წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტების ხედვა პარლამენტის ყიფილ შენობასთან მიმართებაში და რა ფუნქცია უნდა ქონდეს  მას. ქუთაისიპოსტი, ქუთაისში წარმოდგენილ თითოეულ საარჩევნო სუბიექტს 1 წუთს უთმობს, რომ აუდიტორიას გააცნონ თავიანთი ხედვები ქუთაისისთვის მთავარი თემის გარშემო. ტრადიციულად უარი გვითხრა "ქართული ოცნების" წარმომადგენელბამა. ასევე, უარი თქვეს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებაზე პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმაც.



ხუთ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინსტიტუტი ქუთაისიდან თბილისში გადაიტანეს. 2012 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 თებერვალს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა. მას შემდეგ მმართველი გუნდი, ქალაქს, პარლამენტის ნაცვლად, სხვადასხვა პროექტს ჰპირდებოდა. მათ შორის, საპოლიციო ჰაბის და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას. ბოლოს კი (2022 წელს), მაშინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი განთავსდებოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარის სრეკონსტრუქციო სამუშაოები დაპირებიდან 6
წლის შემდეგ  მიმდინარეობს.
15:00 / 24.10.2024
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარის სრეკონსტრუქციო სამუშაოები დაპირებიდან 6 წლის შემდეგ  მიმდინარეობს.
ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რიონისპირა სახლების კეთილმოწყობა
ხელისუფლების მხრიდან შეუსრულებელ დაპირებებს შორის ერთ-ერთია.
12:44 / 24.10.2024
ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რიონისპირა სახლების კეთილმოწყობა ხელისუფლების მხრიდან შეუსრულებელ დაპირებებს შორის ერთ-ერთია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.