ვიდეო
რიონისპირა სახლები - 1 წუთში მთავარი სათქმელი საარჩევნო სუბიექტებისთვის
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანში, რიონისპირა სახლების კეთილმოწყობა ხელისუფლების მხრიდან შეუსრულებელ დაპირებებს შორის ერთ-ერთია.

როგორ უნდა მოწესრიგდეს რიოსნისპირა სახლები, რომ ქალაქის ავთენტურობა შენარჩუნდეს? რამდენად თვლიან ამას პრობლემას საარჩევნო სუბიექტები და როგორია მათი ხედვა საკითხის მოსაგვარებლად ? ქუთაისიპოსტი, ქუთაისში წარმოდგენილ თითოეულ საარჩევნო სუბიექტს 1 წუთს უთმობს, რომ აუდიტორიას გააცნონ თავიანთი ხედვები ქუთაისისთვის მთავარი თემის გარშემო. ტრადიციულად უარი გვითხრა "ქართული ოცნების" წარმომადგენელბამა. ასევე, უარი თქვეს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებაზე პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველოსთვის" წარმომადგენლებმაც. 



რიონისპირა სახლების აღდგენა ქუთაისის მერიამ 2018 წელს ყველაზე მასშტაბურ პროექტად დაასახელა. რეაბილიტაციის პროექტირებაზე 944 000 ლარის ღირებულების ტენდერი რეგიონალური განვითარების ფონდმა 2019 წელს გამოაცხადა.

ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტირებისთვის სახელმწიფო შესყიდა 2019 წელს რეაგიონალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი შპს „კარკასმა“ მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999 ლარზე გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მომსახურება 4 ეტაპს მოიცავდა, რომლის მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2020 წლის თებერვალში უნდა დაესრულებინა. სწორედ ვადაში შეუსრულებლობა გახდა სადავო.

კერძოდ, მგფ, რომელიც სამუშაოების დამკვეთია,"კარკასს" ხელშეკრულებით კუთვნილ თანხას იმ მიზეზით არ უხდიდა, რომ კომპანია საპროექტო სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში არ ასრულებდა.

თავის მხრივ, შპს "კარკასში" განმარტავენ, რომ მათ მიერ დარღვევას არ ჰქონია ადგილი და პირიქით, ფონდი სამუშაოების შესრულების შესახებ გაგზავნილ დოკუმენტაციას შეგნებულად არ ნახულობდა. ამავდროულად, რადგან დასაპროექტებელი ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მატარებელი იყო, შესაბამისს სააგენტოში პროექტის განხილვა მიმდინარეობდა, რასაც დრო დასჭირდა. ამის შემდეგ ფონდმა კომპანიას ჯერ ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

სასამართლო პროცესი წლებია გრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.