ვიდეო
რა განწყობით ხვდებიან ქუთაისელები ბიძინა ივანიშვილს (ვიდეოგამოკითხვა)
FaceBook
"ქართული ოცნება"  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს აგრძელებს.
მმართველი  პარტია, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან  ბიძინა ივანიშვლთან ერთად,  დღეს მოსახლეობას ქუთაისში შეხვდება. 

რა აქვს სათქმელი ქუთაისელებისთვის ბიძინა ივანიშვილს? - ამ კითხვით ქუთაისიპოსტმა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.  გამოკითხულთა  ნაწილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვთ სათქმელი ხალხისთვის, ნაწილის თქმით, კი მან ყველა დაპირება შეასრულა. ნახეთ ვიდეოგამოკითხვა: 



„ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (სულ 12 მუნიციპალიტეტია)  სხვადასხვა დროს, წინასაარჩევნო პერიოდში მასშტაბური პროექტები დაანონსა, თუმცა, მათი დიდი ნაწილი ამ დრომდე არ განხორციელებულა. ოცნების ქალაქი და   ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში; მინაბოჭკოვანი არმატურის საწარმოს პროექტი ზესტაფონში და  ქურთუკების ქარხანა ტყიბულში  - ეს მმართველი პარტიის  წინასაარჩევნოდ დაანონსებული და შეუსრულებელი პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მმართველმა პარტიამ გასცა. 

2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.