ვიდეო
ვის რა ადგილი “შეხვდა” ქუთაისში - საარჩევნო კამპანია ბანერებსა და პლაკატებზე
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში მრავლად შეხვდებით საარჩევნო პლაკატებსა და ბანერებს.
თუმცა, დომინანტი მმართველი პარტიაა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბანერო ადგილების მფლობელი კომპნიები მათ საარჩევნო ბილბორდების განთავსებაზე, ხშირ შემთხვევაში, შინააარსის გამო, უარს ეუბნებიან. თუმცა, არ აკონკრეტებენ რომელ კომპანიაზეა საუბარი. 

"მმართველი პარტიის საარჩევნო ბანარებისგან განსხვავებით, ჩვენ პოზიტივზე და მომავლზე გვაქვს სწორება. თუმცა, გვქონდა ასეთი ტექსტი - "დავემშვიდობოთ ბიძინას", რომლის განთავსებაზე უარი გვითხრეს", - ამბობს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი ქუთაისში, დავით ბახტაძე.

ქალაქში წარმოდგენილი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების შეფასებით, მმართველი პარტია, ბანერების და პლაკატების განთავსების კუთხით თანაბრობის პრინციპსაც არღვევს.

"სადაც კი თავისუფალი და თვალსაჩინო ადგილი იყო, ყველაგან გააკრა "ქართულმა ოცნებამ" თავისი პლაკატები. ცხადია, ჩვენც გვაქვს განსაზღვრულ ადგილებში განთავსებული, თუმცა არა იმ რაოდენობით, როგორც მმართველ პარტიას", - ამბობს "ლელოს" წარმომადგენელი ალექსანდრე მიქაუტაძე.


ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ ვიდეოში ნახავთ, ვის რა ადგილი შეხვდა საარჩევნო ბანერებისთვის ქუთაისში. მასალის მომზადებისას, ქალაქში წარმოდგენილ საარჩევნო სუბიექტებს ჩართულობის თანაბრი შესაძლებლობა შევთავაზეთ. თითოეული პოლიტიკური გაერთიანებიდან ერთ წარმომადგენელის ჰქონდა შესაძლებლობა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რაზეც "ქართულმა ოცნებამ” ტრადიციულად უარი გვითხრა და არც ამ თემაზე ისურვა საუბარი. ასევე, ვიდეოკომენტაზე თავი შეიკავეს "გახარიას საქართველოსთვის" ქუთაისის საარჩევნო შტაბში, სადაც გვითხრეს, რომ ამ მიმართულებით მუშაობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებენ.

26 ოქტომბერს საქართველოში, მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით გადამწყვეტი როლი ენიჭება.

აღსანიშნავია, რომ ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული წესით ტარდება - რა იციან ქუთაისში?
-
15:43 / 14.10.2024
როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ელექტრონული წესით ტარდება - რა იციან ქუთაისში? - "ქუთაისიპოსტმა" მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა.
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული წესით
პირველად ტარდება.
12:36 / 14.10.2024
2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები, ელექტრონული წესით პირველად ტარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.