„მამების სკოლა“ ქუთაისში, როგორც ნაბიჯი ევროპისკენ
11:36 / 08.10.2024
"ოჯახი ეს არის ერთიანობა, რომელსაც სჭირდება საჭირო გარემო,
იმისათვის, რომ სიყვარულთან ერთად, პატივისცემაც და მზრუნველობაც
იყოს.
სწორედ, ეს ღირებულებებია ევროპაში, რომლისკენაც ასე ძალიან
მივისწარფვით", - ამბობს ლაშა მურუსიძე, რომლისთვისაც ევროპულ
ღირებულებებთან დაახლოვება სწორედ ოჯახში, დედასა და მამას შორის
ფუნქციების თანაბარ გადანაწილებასაც ნიშნავს.
თავად ორი შვილის მამაა. ლაშა გვიყვება, რომ 9 წლის წინ, როდესაც
პირველად, მამობისთვის ემზადებოდა, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუ
როგორ შეიძლებოდა კარგი მამა ყოფილიყო.
ამბობს, რომ მამობას სწავლა სჭირდება. სწორედ საჭროებიდან
გამომდინარე, ქუთაისში გაჩნდა იდეა გახსნილიყო „მამების სკოლა“. იდეის
განხორციელება ევროკავშირის საელჩოს დაფინანსებით, პროექტის "კაცები
ზრუნავენ" ფარგლებში გახდა შესაძლებელი. მამების სკოლამ ოთხი წელი
იმუშავა.
„მამების სკოლის“ ტრენერი, ლაშა მურუსიძე ამბობს, რომ კარგი მამობა
არც მხოლოდ პარკში გასეირნება და არც ძვირადღირებული საჩუქრების
მიცემაა არაა შვილისთვის.
"მამობა მეუღლესთან ერთად ყველა ფუნქციის თანაბრად განაწილებაა. ეს
კარგია როგორც შვილისთვის, ასევე, მეუღლისთვის, რომელიც
რასაკვირველია, არ არის ოჯახში მოსამსახურე და მასაც აქვს უფლება თავი
იგრძნოს სრულფასოვან ადამიანად, აქვს განათლების მიღების და კარიერის
უფლებაც", - ამბობს „მამების სკოლის" ტრენერი.
ლაშას თქმით, ამბობს, არასწორია როცა სკოლაში, მშობლების "ჩათში"
მიმოწერა იწყება ასე: "გამარჯობა გოგოებო".
"ხომ შეიძლება ჩვენც ვიყოთ და ვართ კიდევაც ამ "ჩატში". აქ მიმოწერა
უნდა იწყებოდეს "გამარჯობა მშობლებო". როცა სკოლიდან ან ბაღიდან
ბავშვი გამოგვყავს მამებს, ხშირად უთქვას მასწავლებელს - "გადაეცით
თქვენს მეუღლეს", ამაზე სულ პროტესტი გვიჩნდენა მამებს, რომლებსაც
გვსურს ამ სტერეოტპის დამსხვრევა. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ მამებიც
ვართ სრულფასოვანი მშობლები", - ამბობს ლაშა მურუსიძე, რომლის თქმით,
კარგი მამობა თუ დედობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ოჯახში
ყალიბდება ადამიანი კარგ და პასუხისმგებლიან მოქალაქედ.
"მამების სკოლის“ ტრენერის თქმით, ბავშვები, რომლებიც ისეთ ოჯახში
იზარდებიან, სადაც დედ-მამა ერთმანეთს პატივს სცემს და მასზე
ზრუნავენ, ის ბედნიერი და ლაღია. მისი თქმით, ასეთი ადამიანი არასოდეს
იქნება მოძალადე და ცუდი მოქალაქე. "სწორედ ამას გვასწვლის ევროპა,“ -
ამბობს ლაშა მურუსიძე.
ამ დროისთვის „მამების სკოლის“ ფუნქციონირება შეჩერებულია. ლაშა
მურუსიძე ამბობს, რომ მისი განახლება 2024 წლის 26 ოქტომბრის
არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები