საცოცი კედელი ქუთაისში და ევროკავშირის მხარდაჭერა მეკლდეურობას
13:28 / 25.09.2024
საცოცი კედელი ქუთაისში ერთ-ერთი პროექტია იმ მრავალთაგან, რომელიც
ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა.
ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობა, მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი,
როდესაც 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული
განვითარების პროგრამა დამტკიცდა.
პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას
საქართველოს ოთხ რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.
იგი საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა და 63.75
მილიონ ევროიანი ბიუჯეტით, საიდანაც ევროკავშირის მიზნობრივი
დახმარება 53.75 მილიონ ევროს შეადგენს.
ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობაც
ქუთაისში, რომელზეც, მეკლდეურობისა და მთასვლელობის ტრადიციებიდან
გამომდინარე, დიდი მოთხოვნა არსებობდა
"მეკლდეურობის დიდი ტრადიციები გვაქვს, მიხეილ ხერგიანის სახელიც
საკმარისია ამის საილუსტრაციოდ. მას შემდეგ რაც ხელოვნურ კელდებზე
გადავიდა ეს სპორტი იყო ჩამორჩენა, რადგან არ არსებობდა სქართველოში
ისეთი ინფრასტრუქტურა. სადაც ბავშვი ისწავლიდა ხელოვნურ კედლებზე
ცოცვას. ხელოვნურ და ბუნებრივ კედლებს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს.
სადღეისოდ ქუთაისში არსებობს ხელოვნური საცოცი კედელი, შესაბამისად ამ
სპორტს სრული მხარდაჭერა აქვს და ბავშვებს შეუძლიათ რეჯიბრებებში
მონაწილეობა", - აღნიშნა მეკლდეურმა და მწვრთნელმა კოტე
გიორგაძემ.
საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით
შემუშავდა და ზოგადი ხედვა ევროკავშირის რეგიონული განვითარების
პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები