ვიდეო
„მიიდის სანახავად“ - თავისუფალი მედიის მხარდამჭერი სტენსილი ქუთაისში
FaceBook
"სტენსილი ეძღვნება მედიის თავისუფლებას" - ასე ახსნა სტრიტ არტისტმა გიორგი გაგოშიძემ (გაგოშამ) ქუთაისში განთავსებული ახალი სტენსილის იდეა. 

სტენსილი, რომელიც რომელიც მედიის ადვოკატირების კოალიციასთან პარტნიორობითა და აირექსის მხარდაჭერით შეიქმნა, ალეგორიულია. მასზე ცხოველებია გამოსახული, რომლებიც ჟურნალისტებს განასახიერებენ.

"მინდოდა ჟურნალისტები ყოფილიყვნენ ისეთი გმირები, რომლებიც ყველას შეუყვარდებოდა", - ამბობს ავტორი.

გიორგი გაგოშიძე ამ ფორმით გამოხატავს მხარდაჭერას მედიის მიმართ, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული წნეხის ქვეშ არის და დიდ ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან.

ხელოვანის თქმით, თავისუფალი მედია მთავარი საყრდენია დემოკრატიის, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მხარდაჭერა.

"მედიის მთავარი როლი და ფუნქცია არის იყოს საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზე. აცნობოს საზოგადოებას დროულად ინფორმაცია, ანალიზი, თუ რა ხდება, რა გამოწვევებია, რა გამოსავალია და ა.შ. თუ გადავხედავთ ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას, მთელ რიგ პროგრესში, რაც ქართულმა საზოგადოებამ მიაღწია დემოკრატიისა თუ ევროინტეგრაციის გზაზე, ლომის წილი აქვს მედიას,"- აღნიშნა მედიის ადვოკატირების კოალიციის თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.