"ევროპამ დამაჯერა საკუთარ შესაძლებლობებში" - არაფორმალური განათლების ტრენერი ქუთაისიდან
17:00 / 30.09.2024
ნანუკა ქობულაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებსაც
ვიზალიბერალიზაციის მიღებამ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისა და
განვითარებისთვის გზა გაუხსნა.
ნანუკა არაფორმალური განათლების მიმართულებით, ახალგაზრდებისთვის
ტრენინგებს 2015 წლიდან ატარებს. ის ერაზმუს+ პროგრამის მეშვეობით,
14-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა.
გვიყვება, რომ რამდენიმეკვირიანი გაცვლითი პროგრამების მეშვეობით,
ეცნობოდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს, იზიარებდა მათ
გამოცდილებას, მიღებულ ცოდნას კი, საქართველოში დაბრუნებული, თავის
თანატოლებს უზიარებდა.
"როცა ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, პირველი ქვეყანა ბრიუსელი იყო,
სადაც ერაზმუს+ პროგრამის მეშვეობით წავედით. ძალიან ბევრი რამ გავიგე
მაშინ ევროპის შესახებ, ამის შემდეგ არ გავჩერებულვარ, სულ ვარ
აღმოჩენების ძიებაში",- ამბობს ნანუკა ქობულაძე.
დამოუკიდებლობა, თავისუფლების სიყვარული, განსხვავებული აზრის
მიმღებლობა, ადამიანის უფლებების წინ წამოწევა - ეს ის ფუნდამენტური
ღირებულებებია, რომელიც ნანუკამ ევროპის ქვეყნებში ყოფნისას დაინახა.
ამიტომ მიიჩნევს, რომ მისთვის ევროპა ასოცირდება განვითარებასთან,
მიზანსწრაფულობასთან, პიროვნების შესაძლებლობების მაქსიმალურად წინ
წამოწევასთან:
"ევროპამ უფრო დამაჯერა ჩემს შესაძლებლობებში, დამოუკიდებლობაში,
დამანახა, რომ შემიძლია ბევრი გამოწვევა დავძლიო. ამიტომ, როცა
ვსაუბრობ ევროპაზე, ჩემთვის ის არის მთავარი მამოძრავებელი, როგორც
არაფორმალური განათლების მხრივ, ასევე ყველა იმ ღირებულისთვის, რაც
ჩვენთვის მნიშვნელოვანია".
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები