ვიდეო
„ევროპაში იცი, რომ სახელმწიფო ზრუნავს შენზე"- კანიონინგის ინსტრუქტორ-გიდი ქუთაისიდან
FaceBook
"კანიონინგი საკმაოდ სახიფათო სპორტია და თუკი რაღაც სწორად არ იცი, შენს თავსაც და ტურისტსაც საფრთხეში აგდებ",- გვიყვება კანიონინგის ინსტრუქტორ-გიდი გიორგი ენუქიძე, რომელსაც ამ ცოდნის მიღებასა და გაღრმავებაში ევროპული გამოცდილება დაეხმარა.

გიორგიმ ტრენინგები, ჯერ საქართველოში, მოწვეულ გერმანელ ინსტრუქტორებთან გაიარა, წელს კი, თვენახევრის განმავლობაში, იტალიაში, თან გიდად მუშაობდა და თან, სხვადასხვა კანიონში, პრაქტიკას გადიოდა.

გიორგი ენუქიძე გვიყვება, რომ მისთვის ყველაზე დიდი გამოცდილება დიდ ჯგუფებთან მუშაობა იყო, რადგან ევროპაში, საქართველოსგან განსხვავებით, ბევრად მეტი ტურისტია, რომლებთან ერთადაც ახალ და მასშტაბურ კანიონებს გადიოდა.

"ევროპამ მომცა განათლება, რომ არ გამევლო ეს ტრენინგები, ამ დონეზე ვერ ვიქნებოდით, უსაფრთხოების პრობლემა იქნებოდა. გაგვიმართლა იმაში, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს, გერმანელ ტრენერებთან მოგვიწია ტრენინგის გავლა და თავიდანვე სწორად ვისწავლეთ ყველაფერი, შემდეგ უკვე დავხვეწეთ და დონე ავიმაღლეთ. ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ სპორტის სახეობა თუ ტურიზმის სახეობა, რომელიც ექსტრემალურია და რისკებს შეიცავს, თავიდანვე სწორად ვისწავლოთ, რომ შემდეგ არ მოხდეს ისეთი შემთხვევა, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპაში, რომ განათლება მივიღოთ სწორად და როგორაც საჭიროა, ისე განვვითარდეთ",- აღნიშავს გიორგი ენუქიძე.

მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში ტურიზმის სფერო მეტად განვითარებულია. გიორგი ამბობს, რომ ბევრად უსაფრთხოა სათავგადასავლო სპორტი, რადგანაც მოწყობილი და გამართულია ინფრასტრუქტურა, არც აღჭირვილობის პრობლემა აქვთ და არც ვერტმფრენის.

"ამასთან, სამაშველო სამსახურის თანამაშრომლები კანიონებში, მღვიმეებში, მთაში დასახმარებლად სხვასხვანაირ ტრენინგებს გადიან და ყველაფრისთვის მზად არიან. ევროპაში იცი, რომ სახელმწიფო ზრუნავს შენზე, ამიტომ, შეგიძლია, თავისუფლად გადაადგილდე სადაც გინდა, რადგან იცი, რომ თუ დაგჭირდება, დაგეხმარებიან",- ამბობს გიორგი ენუქიძე, რომელიც ყველა ამ მოცემულობიდან გამომდინარე, განვითარებას და ძალას სწორედ ევროპაში ხედავს.

ის კანიონინგის გიდების კურსაც ასწავლის. თავად ახლა Ifmga-ს სერტფიკატის ასაღებად ემზადება, რომლის შემდეგაც ამ კურსის შემსწავლელებსაც შეეძლებათ ევროპაში გიდებად მუშაობა და ცოდნის გაღრმავება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
17:44 / 02.12.2024
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
ქუთაისში უწყვეტი საპროტესტო ტალღა მეხუთე დღეა  გრძელდება.
14:53 / 02.12.2024
ქუთაისში უწყვეტი საპროტესტო ტალღა მეხუთე დღეა  გრძელდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.