ვიდეო
"მოსახლეობა ევროპაში თავს გრძნობს უსაფრთხოდ" - დევნილი წყალტუბოდან
FaceBook
"ევროპაში House master-ები იგივე ამხანაგობის თავმჯდომარეები, არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ბინაში მცხოვრებელების უსაფრთხოებაზე, ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან,“ - გვიყვება ქრისტი ქუთათელაძე.
ის წყალტუბოში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. თავადაც დევნილია. ამბობს, რომ თავისი თემის სოციუმში ინტეგრირებისთვის ბევრს მუშაობს. შესაბამისი კურსები კი, წლების წინ, გერმანიაში გაიარა.

სწორედ, გერმანიაში მიღებული გამოცდილების შემდეგ მიიღო გაადაწყვეტილება ახალი უნარები თავის თემში გამოეყენებინა. ამისთვის, მან წყალტუბოს დევნილთა დასახლებაში საინიციატივო ჯგუფი შექმნა და დევნილთა ყოველდღიურ ცხოვრებაში თავადაც ჩაერთო და სხვებიც ჩართო.

"დღესდღეობით ამხანაგობის თავმჯდომარეები არცთუ ისე არიან ჩართულნი თავიანთი მოსახლეობის ცხოვრებაში. ევროპაში კი, მოსახლეობა უფრო მეტად არის დამოკიდებული House master-ებზე. მათ იციან, რომ ნებისმიერ საყოფაცხოვრებო საქმეს, ეს ადამიანიანები უმტკივნეულოდ მოაგვარებენ, ოღონდ, მათთან შეთანხმებით. იციან, რომ მათ შეუძლიათ მშვიდად ჩააბარონ თავიანთი სახლის გასაღები და არ ქონდეთ არანაირი შიში. ამდენად, მოსახლეობა ევროპაში თავს გრძნობს უსაფრთხოდ,“ - აღნიშნავს დევნილი.

ქრისტი ქუთათელაძე ამბობს, რომ მისი მიზანია ევროპაში ნანახი და შეძენილი უნარები, რომელმაც აღაფრთოვანა, თავის თემში გადაიტანოს და წვლილი შეიტანოს ევროპისკენ სვლაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.