"ახალგაზრდები ხდებიან მეტად აქტიურები, დამოუკიდებლები"- ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის სიკეთეები
13:23 / 16.09.2024
ქუთაისში არსებული სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა
დიალოგი“, რომელიც ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობს, საერთაშორისო
გაცვლით პროგრამებს, ახალი თაობებისთვის საჭირო უნარ
ჩვევების განსავითარებლად, წლებია, აქტიურად ახორციელებს.
მათ შორისაა Erasmus+_ის საგანმანათლებლო გაცვლითი
პროგრამა, რომლის განხორციელებაც RICDOG-მა სწორედ იმ
მიზნით დაიწყო, რომ ახალგაზრდებს პიროვნული კომპეტენციები
განევითარებინათ, მეტად აქტიურები გამხდარიყვნენ და
საზოგადოებაში თავიანთი როლის შესახებ სცოდნოდათ.
საფრანგეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, ესტონეთი და
სხვა - ეს ევროპის ის განვითარებული ქვეყნებია, სადაც ახალგაზრდები
სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის მქონე თანატოლებს ხვდებიან,
ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და შემდგომ, უკან სულ სხვა
ღირებულებებითა და ფასეულობებით აღჭირვილნი
ბრუნდებიან.
RICDOG-ის საპატიო გენერალური მდივანი და Erasmus+_ის კოორდინატორი
ლანა თოთაძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ, 15 წლის განმავლობაში,
საზღვარგარეთ, გაცვლითი პროგრამით 200-მდე ახალგაზრდა გაგზავნა.
"ევროკავშირი, Erasmus+_ის მეშვეობით, ახალგაზრდებს
შესაძლებლობას აძლევს, უსასყიდლოდ წავიდნენ ევროპის სხვადასხვა
ქვეყანაში, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სხვებს, ახალი ცოდნით,
უნარებით უკან დაბრუნდნენ და თავიანთ თემში იყვნენ აქტიური
მოქალაქეები. პროგრამის მიზანიც სწორედ ესაა: ახალგაზრდების
გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, როგორც
ადგილობრივ, ისე ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე",- ამბობს ლანა
თოთაძე.
მისივე თქმით, Erasmus+ ბევრ მიმართულებას მოიცავს: სხვადასხვა
ხანგრძლივობის ტრენინგებსა თუ სასწავლო კურსებს, რომლებიც შინაარსით
ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა ყველა პროგრამას ერთი რამ
აერთიანებს: ისინი ორიენტირებულები არიან ახალგაზრდების
განვითარებაზე.
"შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები, არაფორმალური განათლების
გზით, ახალგაზრდულ მუშაკებს კონკრეტული თემის ირგვლივ აწვდიან
ინფორმაციას. ამ პროგრამებიდან დაბრუნების შემდეგ,
ახალგაზრდები ხდებიან უფრო მეტად აქტიურები, კომუნიკაბელურები,
პრეზენტაბელურები, მიმღებლები და კონკურენტუნარიანები დასაქმების
ბაზარზე. ამასთან, ისინი თავიანთ თანატოლებთან ურთიერთობის
პროცესში სოციალურ უნარებს სწავლობენ, რაც მეტად
მნიშვნელოვანია",- ამბობს ლანა თოთაძე.
Erasmus+ ევროკავშირის საგრანტო პროგრამაა, რომელიც ახორციელებს
პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის
მიმართულებით. პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და
დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრენინგები და ახალგაზრდებთან
მუშაობა.
2021-2027 წლებში პროგრამის ბიუჯეტი €26 მილიარდი ევროთი
განისაზღვრება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები