სიძულვილის ენის შემცველი წარწერები ქუთაისში - დაჯარიმებული არავინაა
13:22 / 04.10.2024
ორ თვეზე მეტია, ქუთაისის ქუჩებში, მათ შორის, სკოლების, კულტურული
მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების ფასადზე სიძულვილის ენის
შემცველი წარწერებია განთავსებული, შემდეგი შინაარსით „ნაცი კლავს“,
„სატანა ნაცი კლავს“. თუმცა, მერიას ამდრომდე არავინ დაუჯარიმებია.
ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ ზოგად პასუხს გვცემენ, რომ
საკითხზე მოკვლევა დაიწყეს და ნაწერებსაც შლიან. მაგრამ რატომ ვერ
შეძლეს აქამდე წარწერების ავტო(ები)ის იდენტიფიცირება, ამაზე არ
გვპასუხობენ.
ფასადებზე წარწერების თემით არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო
დაინტერესებულა. ყოველშემთხვევაში, მათი მხრიდან ამის შესახებ რაიმე
სახის განცხადება არ გავრცელებულა, ასევე, ქუთაისიპოსტის არაერთი
მცდელობის მიუხედავად, სააგანეტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი
სატელეფო ზარებსაც არ პასუხობს.
„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი თათია ქინქლაძე, რომ
წარწერებით მახიჯდება როგორც ქალაქის იერსახე, ასევე, წინასაარჩევნო
პერიოდში კონკრეტული პარტიის მიმართ მიზანმიმართული სიძულვილის ენა
პოლიტიკური ძალისთვის არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებლები
ამბობენ, რომ ადგილობრივ თვითმმართვლობაში კანონის აღსრულების ორმაგი
სტანდარტი აქვთ - აჯარიმებენ იმათ, ვინც მათიანი არაა. ვახტანგ
სიხარულიძის თქმით, ამის დასტურია ორ თვის განმავლობაში ქუჩებში
არსებული წითელი წარწერები, რომლის ავტორები იდენთიფიცირებულიც კი არ
ჰყავთ.
სამაგიეროდ, ორგანიზაციაში კარგად ახსოვთ შემთხვევები, როდესაც
ქუთაისში, ანტისაოკუპაციო სტიკერების გაკვრის გამო, მერიამ მეორე
დღესვე დააჯარიმა „ევროპა ჩვენი სახლიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
თორნიკე ბარათაშვილმა 1000 ლარიანი ჯარიმა 2022 წელს მიიღო,
ანტისაოკუპაციო სტიკერების თეთრ ხიდზე გაკვრის გამო.
უფრო ადრე, 2019 წელს კი, "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებს
ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის, სასამართლომ, მერიის მიმართვის
საფუძველზე, 500-ლარიანი საჯარიმო ქვითარი გამოუწერა. მაშინ
სამოქალაქო აქტივისტებმა, ჯარიმა თეთრ ხიდზე დაზიანებული მინის გამო,
გამაფრთხილებელი სტიკერების გაკვრისთვის მიიღეს.
"ქუთაისმა აირჩია ევროპა", "გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები",
"დაიბრუნე ხმის უფლება" -
ამ შინაარსის წარწერები, სამოქალაქო აქტივისტებმა, ქუთაისში, სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე
პროექტორით მიანათეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები