„ევროპა არის კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბება“ - პედაგოგი ქუთაისიდან
16:38 / 13.09.2024
მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მეგობრული დამოკიდებულება, ხოლო
სასწავლო პროცესი თავად ბავშვზე მორგებული
- გვიყვება თავის პირველ შთაბეჭდილებებს 23-ე საჯარო სკოლის ინგლისური
ენის პედაგოგი თამთა ხარაბაძე პირველად ევროპულ სკოლებში გასვლის
შემდეგ.
ინგლისური ენის პედაგოგი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროპულ
სკოლებს 2012 წლიდან სტუმრობს. ამბობს, რომ ბავშვებს სკოლის მერხიდან
აჩვევენ თავისუფლებას, ვალდებულებას და უფლებებს.
"ევროპა არის კარგ მოქალაქედ ჩამოყალიბება. ევროპაში ბავშვები არიან
ლაღები და ამასთანავე კრიტიკულებიც", - ამბობს პედაგოგი, თამთა
ხარაბაძე.
23 -ე საჯარო სკოლის პედაგოგი იხსნებს, რომ პირველი რაც ევროპიდან
ჩამოსვლის შემდეგ გააკეთა, იყო, ის რომ შეცვლა საკლასო ოთახი, რომელიც
უფრო ფერადი და მხიარული გახადა.
"ფერადი კედლებიც და სასიამოვნო მუსიკაც იმიტომ გვჭირდება, რომ
ბავშვმა შინაგანად იგრძნოს თავისუფლება და სილაღე. ასეთი ადამიანი კი,
მეტად პროდუქტიულია, სწორედ ეს დამანახა ევროპულმა განათლებამ", -
ამბობს პედაგოგი.
თამთა ხარაბაძე ევროპულ ქვეყნებში სასკოლო გაცვლით პროგრამებში 23-ე
სკოლის ეგიდით მონაწილეობს.
ამჟამად, ინგლისური ენის პედაგოგი, უკრაინასთან დამეგობრებული ქალაქი
ნიუპორტის სკოლების თანამეგობრობის საერთაშორისო პროექტშია ჩართული,
რომლის ფარგლებში, უცხოეულ სტუმბრებს ჯერ 23-ე საჯარო სკოლა
უმასპინძლებს, ხოლო შემდეგ, თავად ჩავლენ ნიუპორტში.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები