ქუთაისის ბულვარი - რეკონსტრუქცია დაპირებიდან 6 წლის შემდეგ
12:44 / 27.09.2024
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქცია, რომელიც ჯერ
კიდევ 2018 წელს დაანონსდა, ახლა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ადგილზე ფანტანისა და ქვაფენილის მოწყობის სამუშაობი
ხორცილდება. ასევე, ამოყვანილია რკინის ბოძები, რომელიც მედიათეკის
მოსაწყობად არის განსაზღვრული. ბულვარში, რეაბილიტაციის ფარგლებში
მოიჭრა 25 ძირი ხე.
ქუთაისის ცენტრალური ბულვარისა და მიმდებარე შენობების
რეაბილიტაციისთვის ტენდერი {NAT220025121] მუნიციპალურმა განვითარების
ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა. სამუშაოების შესრულების ვალდებულება შპს
„დაგმა“ აიღო.
თუმცა, ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეკონსტრუქციის დაპირება
გაცილებით ადრე, 2018 წელს გაიცა, ქალაქის მაშინდელი მერის გიორგი
ჭიღვარიას მიერ. დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, მერიამ ბულვარის
რენდერ ვერსია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც
მოქალაქეებს მათ მიერ მოწონებული ესკიზისთვის ხმა უნდა მიეცათ. თუმცა,
პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავება არ მოხდა.
საბოლოოდ, ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას,
მუნიციპალური ფონდის მიერ ტენდერის გამოცხადებიდან, კიდევ 2 წელი
დასჭირდა. 2024 წლის მარტში დაწყებული ბულვარის რეაბილიტაცია,
ხელშეკრულების პირობებით, მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა
დასრულდეს.
როგორი უნდა იყოს ბულვარი რეკონსტრუქციის შემდეგ, ნახეთ აქ.
ქუთაისის ცენტრალური ბაღი 1821 წელს გაშენდა. ის გასული საუკუნის
დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების
თავშეყრის ადგილიც იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მუშტაიდის პარკის
შემდეგ, ის სიძველით, მეორეა მთელს ამიერკავკასიაში.
ქუთაისის ბულვარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ეტაპობრივად
ხორციელდებოდა, თუმცა, მისი არსებობის განმავლობაში, სრული
რეკონსტრუქცია არ მომხდარა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები