„ევროპა ღიაა კრიტიკული აზრისთვის“ - ქუთაისელი სტუდენტი
16:13 / 06.09.2024
ლატვიაში სასწავლებლად წასულმა ქუთაისელმა სტუდენტმა, ევროპული
განათლების მიღების შემდეგ, მშობლიურ მხარეში პრობლემის მოგვარება
ითავა.
საბა ხუჯაძე თვლის, რომ ევროპიდან, მიღებული პროფესიული ცოდნის გარდა,
გაზრდილი სამოქალაქო პასუხისმგებლობით დაბრუნდა. შედეგად, მან საიას
ქუთაისის ფილიალთან ერთად თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდნიმე სოფელში,
მათ შორის, ჭალასთავში სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაზე დაიწყო
ზრუნვა.
სტუდენტის თქმით, ის, რომ თერჯოლის სოფლებში სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი პრობლემა ათეული წელი არ გვარდებოდა, იმ ადგილობრივი
მოსახლების ბრალია, რომლებსაც ნაკლებად აქვთ მოქალაქეობრივი
პასუხისმგებლობა.
„ის, რომ საქმე დაძრულია და გარემოს დასცვის სამინისტროდან თერჯოლის
მუნიციპალიტეტს აქვს მიღებული ბრძანება საკითხის მოგავრებაზე, ეს
ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდება და ეს არის დამსახურება ევროპული
განათლების, რადგან, სწორედ იქ მასწავლეს სწორი მოქალაქეობა და
კრიტიკული აზროვნება“, - ამბობს სტუდენტი.
საბა ხუჯაძემ ევროპული განათლება საბერძნეთში, სლოვაკეთში, ლიტვასა და
ლატვიაში მიიღო. ის ევროპაში საერთაშორისო საჯარო სამართალს დაეუფალა,
ასევე, გაიარა კურსები ევროკავშირის ადმინისტრაციული სამართლის
მიმართულებით.
„ევროპული განათლება არის ხარისხიანი განათლება. ევროპა ღიაა
კრიტიკული აზრისთვის. იქ მიღებული განათლებიდან და გამოცდილებიდან
გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდა ჩემში დემოკრატიის, სოციალური
შეგნების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის თუ სხვა ფუნდამენტურის
ღირებულებების აღქმის ხარისხი“, - ამბოს საბა.
მისი თქმით, ევროპული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის,
რომ შენს ქვეყანაში სასიკეთო საქმეები აკეთო, შეცვალო გარემო
უკეთესობისკენ და მიიღო შემხვედრი კრიტიკული აზრი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები