"ევროპა გასწავლის, რას ნიშნავს დემოკრატია" - მაგდა ფურცხვანიძე
15:54 / 06.09.2024
მაგდა ფურცხვანიძემ, რომელმაც ევროკავშირის ახალგაზრდული გაცვლითი
პროგრამების მეშვეობით ოცნება აიხდინა და საფრანგეთში ისწავლა,
სამშობლოში დაბრუნდებულმა საკუთარი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა.
ამბობს, რომ საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, გატარებულმა პერიოდმა
დაანახა, რამდენად უსაზღვროა ადამიანის შესაძლებლობები და ისიც, რომ
არასდროს არის გვიანი, შეიცვალო ინტერესები, მიჰყვე მას და ოცნებებიც
აიხდინო.
მაგდა, უნივერსიტეტში სწავლის დროს, ევროკავშირის ერთწლიანი
მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთში, ახალგაზრდა ელჩი
იყო და უცხოელებს ჩვენი ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და ღირებულებებს
აცნობდა. სწორედ ამ დროს გაუჩნდა სურვილი, უკვე საქართველოში
დაბრუნებულს, მუშაობა არა ჟურნალისტად (თავისი პროფესიით), არამედ
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად გაეგრძელებინა.
"პროექტ "ევროპის ღირებულებების ახალგაზრდა ელჩები" ფარგლებში, ქალაქ
ბორდოში შეკრებილი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის გაცნობით ღონისძიებებს
ვახორციელებდით. ეს იყო საჯარო შეხვედრები, ტრენინგ-სემინარებში
მონაწილეობის მიღება, კულტურული საღამოების მოწყობა, ახალგაზრდებთან
ინტეგრაცია და სხვა. ამ დროს აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, თუმცა
ძალიან მომეწონა ის პროცესი, როდესაც ჩემს ქვეყანას ვაცნობდი
საზოგადოებას, ამიტომ, გადავწყვიტე, პროფესია შემეცვალა",- გვიყვება
მაგდა, რომელიც დღეს, დასავლეთ საქართველოს სამ დიდ კლინიკაში,
საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობს.
მაგდა ფურცხანიძის თქმით, პროფესიის შეცვლის გარდა, საფრანგეთში
ცხოვრება იმაშიც დაეხმარა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად
ჩართულიყო.
იმის დანახვამ, რამდენად აქტიურები არიან საფრანგეთში მოქალაქეები,
რამდენად სთხოვენ ხელისუფლებას იმის გაკეთებას, რაც მათ სჭირდებათ და
რაშიც, რეალურად, თანხას იხდიან, მაგდას გადააწყვეტინა, თავადაც
აქტიური მოქალაქე გამხდარიყო. ამისთვის ცოდნის ამაღლება კვლავ
საფრაგნეთში გადაწყვიტა - ამჯერად "ესრასმუსის" პროგრამით და ერთი
სემესტრის განმავლობაში, ვერსალის უნივერსიტეტში, პოლიტიკური
მეცნიერებების მიმართულებით სწავლობდა.
საფრანგეთის შემდეგ იყო იტალია, ესპანეთი, ბულგარეთი, უნგრეთი და
კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა, სადაც მაგდა, როგორც მოკლევადიან
არაფორმალური განათლების პროექტებში იყო ჩართული, ასევე
საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში.
ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებში გატარებულმა მთელმა ამ პერიოდმა ბევრი
რამ ასწავლა, მათ შორის ყველაზე მთავარიც: "ევროპა გაძლევს
თავისუფლებას, არჩევანის თავისუფლებას და გასწავლის, რას ნიშნავს
დემოკრატია. იქ არის მრავალფეროვანი გარემო და შეუზღუდავი
შესაძლებლობები".
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები