ვიდეო
„შევეცადე, ევროპული მიდგომები ჩემს მოსწავლეებთან დამენერგა“ - პედაგოგი, ევროპული გამოცდილებით
FaceBook

„ევროპა ჩემთვის არის თავისუფლება, დემოკრატია, გამოწვევებისა და სიახლეების მომცემი,“ - გვიყვება ნათია კილაძე, რომელიც, სწორედ ამ სიახლეების მიღებისა და ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის მიზნით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს.



ის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესის აღმასრულებელი დირექტორი, ამავე სკოლასა და თამარ მეფის სახ. გეგუთის #1 საჯარო სკოლაში გერმანული ენის მენტორ-მასწავლებელი, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საგნობრივი ექსპერტი და საჯარო მმართველობის დოქტორია.

„როდესაც საგანმანათლებლო სისტემა მუდმივად ვითარდება, მნიშვნელოვანია, პედაგოგმა თავის პროფესიულ საქმიანობაში დიდი როლი დაუთმოს პროფესიულ განვითარებას, რაც სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებაზე აისახება,” - ამბობს ნათია კილაძე, რომელიც ევროპის 5 ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა დემოკრატიისა და კიდევ სხვა ფუნდამენტური საკითხების თემატიკაზე პროექტი განახორციელა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩაერთვნენ.





თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები, მხარდამჭერი სასწავლო გარემო, მეტი თავისუფლება, დემოკრატია, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უშუალო ურთიერთობები - ესაა ის მთავარი ნიშა, რაც ნათია კილაძემ ევროპის ქვეყნების განათლების სისტემაში დაინახა.

პედაგოგი გვიყვება, რომ შეეცადა, ის მეთოდები და მიდგომები, რაც ევროპაშია, მის მოსწავლეებთანაც დაენერგა. ამ მიზნით, ბავშვებს უცხო ენის შესწავლა თამაშისა და სიმღერის მეთოდებით დააწყებინა, რამაც გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია და საგნის მიმართ დაინტერესება. ასევე, განუვითარა მათ თავისუფლად აზროვნების უნარი.



ნათია კილაძის თქმით, სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებისა და თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით, ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესი", პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის, გაცვლით პროგრამებს გერმანიაში, პოლონეთში, ინგლისში, იტალიაში, ბუდაპეშტში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, 2010 წლიდან ახორციელებს.

მიმდინარე წელს, სკოლის 15 პედაგოგი და 15 მოსწავლე ბოხუმის უნივერსიტეტს ეწვევა, სადაც სტაჟირებებს გაივლიან.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.