ვიდეო
„ევროპული განათლება არის კრიტიკული აზროვნების უნარი“ - UNIK-ის ლექტორი
FaceBook
ისრაელი, პოლონეთი, ავსტრია, ინგლისი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათავლია, რომლის წამყვან უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების ლექტორი თინათინ მეფარიშვილი წლების განმავლობაში ევროპული განათლებს სიკეთეებს გაეცნო.

თინათინ მეფარიშვილი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პირველად, 2018 წელს ისრაელში წამყვან უნივერსიტეტს ეწვია. ამბობს, რომ იქ ნანახმა და არსებულმა ვითარებამ მოლოდინს გაადაჭარბა.  ლექტორი გვიყვება, რომ მისი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო დამოკიდებულებამ თანამშრომლებს შორის, ლექტორსა და სტუდენტებს შორის. ისრაელის შემდეგ იყო ავსტრია ინგლისი, პოლონეთი.



"ავსტრიაში ჩემი ვიზიტი ძალიან ღირებული და წარმატებული აღმოჩნდა. მაგალითად, იქ შევხვდი უნივერსიტეტებში (Pädagogische Hochschule OÖ) დანერგილ სწავლების ვეიკ მეთოდოლოგიის ავტორს, ავსტრიელ პროფესორს. მან ნათლად აგვიხნა, რომ ეს მეთოდოლგია ითვალისწინებს ცოდნაზე და ღირებულებაზე დაფუძნებულ სწავლებას, რომელიც დღესდღეობით მე გამოყენებული მაქვს ჩემს საგანში და ამ მეთოდოლგიით მივყვებით სწავლებას", - განმარტავს ქუთაისის უნივერსიტეტის ლექტორი, თინათინ მეფარიშვილი.
მისი თქმით, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პრაქტიკას, ვორქშოფებს.

ლექტორის თქმით, ევროპული განათლება არის კრიტიკული აზროვნების უნარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტის ან ლექტორისთვის, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში.



თინათინ მეფარიშვილი ევროპის ქვეყენების უნივერსიტეტებში გაცვლითი პროგრამით CURE-ს პროექტის ფარგლეში მოხვდა.
CURE აძლიერებს აკადემიური განათლების ხარისხს მასწავლებელთა მომზადებისთვის პარტნიორ ქვეყნებში და მის ფარგლებს გარეთ, სამოქალაქო განათლების კურიკულარული რეფორმის შემუშავების, განვითარების, პილოტირების, გავრცელებისა და გამოყენების გზით.

თინათინ მეფარიშვილი ამბობს, რომ გამოცდილებიდან გამომდინარე, ნათელია, თუ რატომ არის საზოგადოების მისწრაფება ევროპისკენ ასეთი ჯიუტი და აღნიშნავს, რომ ასეც უნდა იყოს.

„ევროპული განათლება ნამდვილად ღირსეული განათლებაა და ჩვენი გზა ნამდვილად ევროპისენ უნდა მიდიოდეს. ზოგადად, განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების განვითარებაში და ცხოვრებაში. ღირსეული განათლება საწინადრია ღირსეული ცხოვრების“, - ამბობს ლექტორი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.