საშიში სახლები - რიონისპირა სახლების დაპირებად დარჩენილი რეკონსტრუქცია
13:32 / 27.09.2024
ქუთაისში, რიონისპირზე, ხანდაზმული ცოლ-ქმარი მუდმივი შიშის ქვეშ
ცხოვრობს.
მათი მთავარი საფიქრალი ნახევრად ჩამონგრეული სახლია, რომელიც
დღითიდღე საცხოვრებლად უარგისი ხდება.
"აქ მე და ჩემი 76 წლის მეუღლე ვცხოვრობთ. წვიმა და ქარი წვალებაა
ჩვენთვის. წყალი ჩამოგვდის და სახლი გვილპება. შეიძლება სახლი
დაგვენგრეს და ადამიანების სიცოცხლეც შეიწიროს. მეუღლეს ინსულტი აქვს
გადატანილი, მუდამ წევს და ავადმყოფ ადამიანს ამ პირობებში ცხოვრება
უწევს,” - ამბობს დავით და კონსანტინეს ქუჩა #26-ში მცხოვრები ოჯახის
დიასახლისი, ქეთევან თოფურია.
მისი თქმით, სახლს საფრთხეს ყოველი წვიმის მოსვლის შემდეგ ექმნება.
ხის ავარიული სახლი, გამუდმებით იტბორება. ქეთევან თოფურია ამბობს,
რომ საცხოვრებელსაც ვერ ტოვებს და ვერც უკეთეს პირობებს უქმნის
ავადმყოფ მეუღლეს.
შენობას, სადაც ცოლ-ქმარი ცხოვრობს, საყრდენი ბოძიც გამოცლილი აქვს,
რის გამოც საფრთხე არა მხოლოდ ამ ოჯახს, არამედ მეზობლებსაც
ექმნებათ.
ვერცერთი მათგანი პრობლემას ვერ აგვარებს, რადგან რიონისპირა
განაშენიანება კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული და ნგრევის
პირას მისულ შენობას მეპატრონე დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილის
მიხედვით ვერ შეაკეთებს.
მათი ერთადერთი იმედი, მთავრობის 2018 წლის დაპირება იყო, რომლის
მიხედვითაც რიონისპირა სახლების სრული რეკონსტრუქცია უნდა
მომხდარიყო.
ამ დრომდე შეუსრულებელი დაპირების გამო, ადგილობრივები ამბობენ, რომ
ერთ დროს ულამაზეს რიონისპირზე, ახლა ცხოვრება საფრთხის
შემცველია.
რიონისპირა სახლების აღდგენა ქუთაისის მერიამ 2018 წელს ყველაზე
მასშტაბურ პროექტად დაასახელა. რეაბილიტაციის პროექტირებაზე 944 000
ლარის ღირებულების ტენდერი რეგიონალური განვითარების ფონდმა 2019 წელს
გამოაცხადა.
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის საჭირო
პროექტირებისთვის სახელმწიფო შესყიდა 2019 წელს რეაგიონალური
განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი შპს „კარკასმა“
მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999
ლარზე გაფორმდა.
დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მომსახურება 4 ეტაპს მოიცავდა, რომლის
მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2020 წლის თებერვალში უნდა
დაესრულებინა. სწორედ ვადაში შეუსრულებლობა გახდა სადავო.
კერძოდ, მგფ, რომელიც სამუშაოების დამკვეთია,"კარკასს" ხელშეკრულებით
კუთვნილ თანხას იმ მიზეზით არ უხდიდა, რომ კომპანია საპროექტო
სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში არ ასრულებდა.
თავის მხრივ, შპს "კარკასში" განმარტავენ, რომ მათ მიერ დარღვევას არ
ჰქონია ადგილი და პირიქით, ფონდი სამუშაოების შესრულების შესახებ
გაგზავნილ დოკუმენტაციას შეგნებულად არ ნახულობდა. ამავდროულად,
რადგან დასაპროექტებელი ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
მატარებელი იყო, შესაბამისს სააგენტოში პროექტის განხილვა
მიმდინარეობდა, რასაც დრო დასჭირდა. ამის შემდეგ ფონდმა კომპანიას ჯერ
ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი დავამ სასამართლოში
გადაინაცვლა.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები