ვიდეო
დასავლეთთან 30 წლიანმა პარტნიორობამ საქართველო მძიმე კრიზისიდან გამოიყვანა - ირაკლი მაჩიტაძე
FaceBook
როგორ ასწავლიდნენ ისტორიას საბჭოთა პერიოდის სკოლებში? - კითხვის პასუხად მწერალი ირაკლი მაჩიტაძე საქართველოს ისტორიის კონკრეტული ეპიზოდების სკოლაში სწავლების პრაქტიკას იხსენებს და რუსულ-საბჭოთა გამოცდილებაზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, რუსეთის ისტორიას წარმოაჩენდა, როგორც საერთო "სამშობლოს" ისტორიას,  ხოლო საქართველოს ისტორია ისწავლებოდა, როგორც მეორეხარისხოვანი დანამატი.

თუმცა, რაც ისწავლებოდა, მწერლის აზრით, ისიც ფრაგმენტული, გამოტოვებული, სხვაგვარად ინტერპრეტირებული და რუსულ სისტემას მორგებული იყო. "საქართველოს ისტორიის ის ფრაგმენტული სწავლებაც აწყობილი იყო ისე, როგორც ქართველი ერის "სწრაფვა" რუსეთისკენ. თითქოს რუსეთამდე ყველაფერი ცუდად იყო, ამიტომ რუსეთთან ყოფნა, დიდ ძმასთან ყოფნა იყო მთავარი მიზანი. დასავლურ ღირებულებებთან ერთობა, დასავლურ კულტურასთან, ფასეულობებთან ერთობა, ეს საერთოდ გამქრალი იყო. განსაკუთრებული გულმოდგინებით ისწავლებოდა გეორგიევსკის ტრაქტატი, როგორც "ხსნა" და 1921 წლის ოკუპაცია, როგორც "დიადი განთიადი" საქართველოს ისტორიაში",- ამბობს მწერალი.

მწერლის თქმით, ტრაქტატი, რომელიც საქართველოსთვის თითქოს სასარგებლო იყო, ძალიან დამამცირებელ 13 პუნქტს ეყრდნობოდა. ხელშეკრულება შეიცავდა ეპიზოდს, სადაც რუსეთი საქართველოს დაცვას იღებდა საკუთარ თავზე, თუმცა ესეც არ სრულდებოდა.  რუსეთმა პრაქტიკულად ყველა პუნქტი დაარღვია და საქართველო არაერთხელ მარტო დატოვა მტრის წინაშე. "მაგალითად, 1795 წელს აღა მაჰმად ხანს უფლება მისცა თბილისის განადგურების დ ა აღმოსავლეთ საქართველოს დაწიოკების. რუსეთი ერეკლე მეფეს გვერდით არ დაუდგა არადა ეს ხელშეკრულებით ევალებოდა", - ამბობს მწერალი.

რუსეთი ისტორიის ყველა ეპიზოდში არასანდო პარტნიორია. იგი საუკუნეების განმავლობაში არღვევს და არ ითვალისწინებს არც ერთი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ამის შეხსენება მწერალს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნია დღეს, როდესაც საქართველო ისევ გზაგასაყარზე აღმოჩნდა და ისევ უწევს არჩევანის გაკეთება დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის.

"რუსეთთან ურთიერთობა ყოველთვის ძალით იყო თავსმოხვეული, ეფუძნებოდა ანექსიას, ოკუპაციას და ყველა სხვა ფორმის ძალადობას. ევროპა კი ბუნებრივი წიაღია, ქართული იდენტობის ნაწილი. დასავლეთთან 30 წლიანმა პარტნიორობამ საქართველო მძიმე კრიზისიდან გამოიყვანა და სრულფასოვან სახელმწიფოდ აქცია. რუსეთს კი არ სჭირდება დამოუკიდებლი და ძლიერი საქართველო", - ამბობს ირაკლი მაჩიტაძე. მწერლის თქმით, საქართველოს იტორიული არჩევანი დასავლეთია, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას ღირებულებითი ერთობა აკავშირებს. 

რუსეთის არასანდოობას კი ორი საუკუნის წინაც ხვდებოდნენ დიდი მოღვაწეები. მათ შორის იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, რომელმაც ზუსტად გამოიცნო რუსეთის რეალური ზრახვები.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.