ვიდეო
ელექტრომობილების და ელექტრობატარეების ქარხანა - "ოცნების" დაპირებული და არაშენებული საწარმოები ქუთაისში
FaceBook
დანგრეული ნაგებობის საძირკველი, სამშენებლო პროცესის ნარჩენები, მიტოვებული და საძოვრად გადაქცეული ტერიტორია - ასეთი ვითარებაა დღეს ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც „ოცნება“ადგილობრივებს ორი საწარმოს გახსნას და ეკონომიკურ აყვავებას ჰპირდებოდა.

ელექტრომობილების ქარხნის აშენება ავტოქარხანაში - მთავრობის მიერ დაანონსებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი გახლდათ, რომელსაც ქუთაისისთვის ინდუსტრიის მშენებელი ქალაქის სტატუსი უნდა დაებრუნებინა.

ქარხნის იდეის პრეზენტაცია ხელისუფლებამ, 2019 წელს, საზეიმოდ, მუსიკის ფონზე ჩაატარა და ელექტრომობილების ვიდეოც გვაჩვენა.

როგორც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განმარტა, ელექტრომობილების წარმოება 2020 წლიდან დაიწყებოდა.

მისივე თქმით, ქარხნის წარმადობა 40 ათასი ავტომობილი იქნებოდა, საიდანაც 50% შიდა ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ექსპორტზე, ევროკავშირში, წარწერით – „მეიდ ინ ჯორჯია“ უნდა გაეტანათ.

ქუთაისში, ქარხნის გახსნას ჩინური ავტომწარმოებელი Changan-ი გეგმავდა, რომელიც საქართველოში კომპანია Aigroup-თან პარტნიორობით შემოვიდა.

საწარმოს ასაშენებლად, ეკონომიკის სამინისტრომ, "აი გრუპს", ავტოქარხნის აეროპორტის ყოფილ ტერიტორიაზე არსებული 1000 ჰა მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, 2019 წელს, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა.

საპრივატიზაციო პირობების თანახმად, მფლობელს ადგილზე საწარმო ორი წლის ვადაში უნდა აეშენებინა, რომელიც გათვლილი იქნებოდა სულ მცირე 5000 ერთეული ავტომობილის წარმოებაზე და დაესაქმებინა 300 ადამიანი. თუმცა, 2 წლის შემდეგ "აი გრუპის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საწარმოს მშენებლობა გადავადდა, რადგან ჩინეთიდან მშენებლობის კონსულტანტების ჩამოსვლა პანდემიის გამო შეფერხდა.

მალევე კი, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ განუხორციელებელ დაპირებაში პანდემია დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კოვიდპანდემიის გამო მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა შემცირდა. ამიტომ, მის ნაცვლად, იმავე ტერიტორიაზე ელექტრობატარეების საწარმოს მშენებლობა დააანონსა (2021 წელს). თუმცა, ეს დაპირებაც დაპირებად დარჩა.

ადგილზე, სადაც სხვადასხვა დროს ორი საწაროს გახსნა დაანონსდა, მთავრობამ 2019 წლიდან დღემდე მხოლოდ რკინის ღობის და ამ ღობის შიგნით პატარა ნაგებობის ჩადგმა შეძლო, რომელიც შემდეგ ისევ დაანგრია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.