ჟურნალისტები, ხელისუფლება და „რუსული კანონი“ (ვიდეო)
12:14 / 18.07.2024
"წინა ხელისუფლების დროს ჟურნალისტები აქციებს ვმართავდით რადგან
პროფესიულ საქმიანობაში გვიშლიდა ხელს ხელისუფლება. და როდის
ამოქმედებს და უჭერს ხელისუფლება მარწუხებს, მაშინ როდესაც უჭირს,
შემნიძლია პარალელები გავავლო 2012 და 2024 წლებს შორის. ფაქტობრივად
იგივე მდგომარეობაა ახლა, თუმცა დღეს უფრო მძიმე პირობებში ვართ", -
მიაჩნია ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს.
"უფრო მძიმე პირობები" გააჩინა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" კანონმა იგივე "რუსულმა კანონმა".
ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ ეს კანონი ხელისუფლებამ გადამწყვეტი
არჩევნების წინ მიიღო, საიმისოდ რომ დაიხუროს კრიტიკული მედიები დ ა
აღარ არსებობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე აღნშნავს, რომ არც ერთი ხელსიუფლება არ
წყალობს კრიტიკულ მედიას და ყველა ხელისუფლება სხვადასხვა ფორმით
ცდილობდა მედიისთვის ხელის შეშლას. თუმცა დღევანდელი სიტუაცია არც ერთ
სხვა შემთხვევას არ ჰგავს.
"სულ მაქვს ყურში კალაძის ნათქვამი, რომ ის ფული, რომელიც (ამერიკის
მთავრობას) უნდა მიეცათ სამხედროებისთვის მისცეს გიგაურს. პირდაპირ
პერსონებს ასახელებენ და ამზადებენ საზოგადოებას რომ მტრად მიიღონ
მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები", - ამბობს ეკა
ფხაკაძე.
რა მექანიზმებს იყენებს ხელისუფლება მედიის დასამორჩილებლად?
რა იყო წინა ხელისუფლების დროს და რა შეიცვალა ახლა?
რა მოყვა რუსეთში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის
მიღებას?
ჟურნალისტები ეკა ფხაკაძე და ირაკლი ვაჩიბერაძე - ხელისუფლებისა და
მედიის ურთიერთობაზე.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები