ქუთაისი „ევროპის ლიტერატურული დედაქალაქი“ და „რუსული კანონი“ საფრთხეებით - ირაკლი მაჩიტაძე (ვიდეო)
13:34 / 13.07.2024
ქუთაისი ხდება "ევროპის დედაქალაქი", როგორც იუნესკოს ლიტერატურული
ქალაქი", - მიაჩნია მწერალ ირაკლი მაჩიტაძეს.
ეს სტატუსი ქუთაისს 2023 წელს მიენიჭა, როდესაც ქალაქი იუნესკოს
შემოქმედებითი ქალაქების ქსელში გაერთიანდა.
ამ სტატუსით ქალაქი ევროპის ნაწილად პოზიციონირდა. ქალაქი, რომელსაც
გააჩნია მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რაც ქუთაისურ ლიტერატურულ
ტრადიციებს და ამბიციებს ესადაგება.
სტატუსი ოთწლიანია და მოიცავს ღონისძიებათა მთელ ციკლს. მათ შორის
მთარგმნელობით სამუშაოებს. მწერალ ირაკლი მაჩიტაძეს მიაჩნია, რომ
ყველაზე მეტად ეს სჭირდება დღეს ქართულ ლიტერატურას. ევროპელმა
მკითხველმა გაიცნოს თანამედროვე ქართველი ავტორები, რის საშუალებასაც
ეს სტატუსი და ამ ქსელის წევრობა იძლევა.
თუმცა მწერალი აქვე მიუთითებს შემაფერხებელ ფაქტორებზე, რაც
ევროპისკენ სვლის ამ გზაზე გაჩნდა და რამაც შეიძლება ოთხი წლით აღარ
გაახანგრძლივოს არც სტატუსი და ყველა ის ლიტერატურული პროცესი
გაყინოს, რასაც ეს სტატუსი მოიცავს.
"რუსული კანონის" მიღება და ხელისუფლების მხრიდან საგარეო კურსის
ცვლისკენ გადადგმული ნაბიჯები, მწერლის აზრით, საქართველოს აცილებს
ევროპას და ევროკავშირს. ამ ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ბევრი
პროექტის გაუქმება საქართველოში, რომელთაც დასავლური ორგანიზიააციები
უჭერენ მხარს და ახორციელებენ.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტი "ქართულმა
ოცნებამ" 3 აპრილს მეორედ დააინიცირა. 14 მაისს კი, ხალხმრავალი
აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე, საბოლოო
მოსმენით მაინც მიიღო.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის"
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ
პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები