"გვეშინია, გზავნილებსაც არ შეექმნას პრობლემა" - ემიგრანტის ოჯახი ქუთაისიდან
17:00 / 16.07.2024
რუსული კანონის მიღების შემდეგ, შესაძლოა, ევროპიდან ფულად
გზავნილებსაც შეექმნას პრობლემა - შიშობს ქუთაისში მცხოვრები თამარ
კიტოვანი, რომლის ოჯახის წევრიც ემიგრაციაშია.
თამარის მამიდა 12 წელზე მეტია იტალიაში იმყოფება. თამარი იმ წლებს
იხსენებს, როცა მამიდას იძულებით ემიგრაციაში წასვლის გაწყვეტილების
მიღება მოუწია.
“ეს არ ყოფილა სიხარულით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ სხვა გზა აღარ
იყო, რადგან შვილებს განათლების მიღება სჭირდებოდათ. აქ კი, მიზერული
ხელფასით, ამას ცხადია, ვერ გასწვდებოდა", - ამბობს თამარი და
აღნიშნავს, რომ ძალიან რთულია ოჯახის წევრის ემიგრაციისთვის
"გამეტება". თუმცა, წელია მის ყოველთვიურ ფულად გზავნილზე მთელი
ოჯახია დამოკიდებული.
ემიგრაციაში წასული მამიდის მრავალწლიან მონატრებას, ახლა სხვა
გრძნობაც ემატება - შიში, იმისა, რომ შესაძლოა, სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი ყოველთვიური ფულადი გზავნილის მიღებას რუსულმა კანონმა
პრობლემები შეუქმნას.
"დაზუსტებული არაფერია, მაგრამ ზოგადად ხომ ცხადია, რომ ეს კანონი
თითოეულ ადამიანს ეხება და რა გარანტიაა, რომ ეს პრობლემაც არ
შეიქმნება", - აღნიშნავენ ემიგრანტის ოჯახში.
თამარ კიტოვანი ამბობს, რომ თუკი ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება,
ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება კიდევ დიდი ხნით გადავადდება.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველო 245 064-მა ადამიანმა
დატოვა. ევროპასა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველთა დიდი ნაწილი სწორედ
იმერეთიდან იმიგრირებული ადამიანები არიან. იმერეთის რეგიონში
მოსახლეობის რიცხოვნობა, გასულ წელთან შედარებით 20 800 ადამიანით
არის შემცირებული. იმერეთიდან მოსახლეობის განსაკუთრებულ გადინებაზე
მიუთითებს ისიც, რომ ერთ დროს სიდიდით მეორე ქალაქმა- ქუთაისმა,
საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, მე-4 ადგილზე გადაინაცვლა
მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა
ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ დააინიციირა. 14 მაისს კი,
ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე,
საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.
კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი
მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის
ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები