“ახალგაზრდები, მუდმივად ქუჩაში ვართ, რაღაცას ვაპროტესტებთ” - გიორგი გველესიანი
12:20 / 15.07.2024
ქვეყანა რეალურად კარგავს შანსს, იყოს ცივილიზაციის ნაწილი - ამბობს
სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გველესიანი, რომელიც თანამებრძოლებთან
ერთად, რუსული კანონის წინააღმდეგ ქუთაისში გამართული აქციების
ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
"ისე გამოვიდა, რომ ახალგაზრდები, მუდმივად ქუჩაში ვართ, რაღაცას
ვაპროტესტებთ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ გვინდა რუსიფიკაცია და
გვსურს ევროპული მომავალი", - აღნიშნავს სამოქალაქო აქტივისტი და
ამიტომაც, თვლის, რომ მისი მთავარი ვალდებულებაა, გამოხატოს პროტესტი
და ხელი შეუშალოს ქვეყნის უკუსვლის პროცესს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით აქციები აღარ
გრძელდება, გიორგი გველესიანისთვის "ქართული ოცნების" მიმართ არსებული
ბრაზი არსად წასულა. გვიხსნის, რომ ახალგაზრდები ასეთი თანმიმდევრულნი
და მომთხოვნი არასოდეს ყოფილან. სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ
ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე, წინააღმდეგობების მიუხედავად,
არასოდეს გაჩერდება.
ასეთი წინააღმდეგობები წარსულშიც მრავლად ჰქონია. სამოქალაქო
აქტივისტი სამართალდამცველებმა 2023 წელს ბათუმში იმ დროს დააკავეს,
როცა ის ზღვისპირა ქალაქში რუსული გემის და ლაინერზე მყოფი ოკუპანტი
ქვეყნის წარმომადგენლების ჩამოსვლას აპროტესტებდა. გიორგი გველესიანს
მაშინ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, რის გამოც 2 000
ლარით დააჯარიმეს.
მანამდე იყო არაერთი საპროტესდტო აქცია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
თუმცა, ამბობს, რომ არც დაკავების დროს და არც ამის შემდეგ, ერთი
წამითაც არ ჰქონია უკან დახევის და შიშის მომენტი.
გიორგი გველესიანს მიაჩნია, რომ მთავარი ბრძოლა ახლა წინ არის.
ამბობს, რომ ქუჩაში დაწყებული პროტესტის შედეგებს ოქტომბერში,
საარჩევნო ყუთებთან დაითვლიან.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი „ქართულმა
ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს მეორედ დააინიციირა. 14 მაისს კი,
ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, მესამე,
საბოლოო მოსმენით მაინც მიიღო.
კანონის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს
უცხოეთიდან იღებენ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი
მიენიჭებათ. კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ
ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის
ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
რუსულ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა და დღემდე ეწინააღმდეგება.
ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური
ორგანიზაცია.
კანონპროექტი, 2023 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის შედეგად
"ქართულმა ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი
კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ მას აღარასოდეს მიუბრუნდებოდნენ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები