თავისუფალი მედია გვიცავს - შეხვედრები იმერეთის რეგიონის მოსახლეობასთან
10:26 / 16.11.2023
მედიისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების კამპანიის
ფარგლებში ქუთაისისპოტის ჟურნალისტებმა და მოწვეულმა სპეციალისტმა
ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ, იმერეთის რეგიონის თორმეტივე
მუნიციპალიტეტი შემოიარა და შეხვდა ასობით ადამიანს.
შეხვედრის მიზანი იყო თავისუფალი მედიის როლზე საუბარი და
საზოგადოებისთვის იმის შეხსენება თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიტყვისა
და გამოხატვის თავისუფლება. რა ხდება, როცა ცენზურა მედიას
აკონტროლებს და რიგით მოქალაქეებამდე არ უშვებს სიმართლეს. რამდენად
სჭირდება მედია ხალხს და ხალხი მედიას.
ამ კამპანიის ინიციატორი, ორგანიზატორი და მონაწილე ონლაინგამოცემა
ქუთაისიპოსტი გახლდათ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები