როგორც ცვლის მედიის ჩართულობა ადამიანთა ყოფას, როგორც აუმჯობესებს
მათ ცხოვრებას და ეხმარება, მათი სათქმელი იმ პირებამდე მიიტანოს,
ვისაც პრობლემების მოგვარება კანონით ისედაც ევალება.
"ქუთაისიპოსტი" იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული
ადამიანური ისტორიებით მოგიყვებით, როგორ დაეხმარა მედია რიგით
მოქალაქეს, როცა მისი უფლებები ირღვეოდა, ან ჰქონდა კონკრეტული
პრობლემა.
მასალებში ნაჩვენები იქნება, როგორ გამოიყენა მოქალაქემ თავისუფალი
მედია თავისი პრობლემების გასაჟღერებლად და მოსაგვარებლად, ასევე
როგორ იცავს მედია ქალაქის იერსახეს და კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლებს დაზიანებისგან თუ ავთენტურობის დაკარგვისგან.
„ოქროს ჩარდახი“ ქუთაისში არსებული უძველესი საერო ძეგლია. ქალაქის
მერიამ, მისი რეკონსტრუქცია-რესტავრაციის მიზნით მოამზადა პროექტი და
შერჩია კომპანია, თუმცა პროექტი, როგორც მოგვიანებით გაირკვა „ოქროს
ჩარდახს“ მთლიანად უცვლიდა სახეს და ძეგლის ქსოვილში უხეში ჩარევები
უკარგავდა ავთენტურობას. მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ განგაში
ატეხა. ძეგლის დასაცავად შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი.
„ოქროს ჩარდახის“ გადასარჩენად ბრძოლის ისტორია იხილეთ ქუთაისიპოსტის
ვიდეოში.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები