"ქუთაისისპოსტი" ახალ რუბრიკას გთავაზობთ "ვირტუალური გიდი - რუსული
ოკუპაციის კვალდაკვალ".
რუბრიკის მიზანია ფართო აუდიტორიას აჩვენოს და გაახსენოს ოკუპაციის
კვალი, აღადგინოს ფრაგმენტებად შემორჩენილი მოვლენები და ფაქტები,
რომლებიც განადგურდა საბჭოთა რუსეთის მიერ 70 წლის განმავლობაში.
მათზე დაყრდნობით რუბრიკაში ვისაუბრებთ რუსეთის მიერ საქართველოს (და
არა მარტო) წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე.
რუსული საბჭოთა ტერორის თემას ეხება ქუთაისიპოსტი ვიდეო„ #0331
ფილტრაციული ბანაკის ტყვეები ქუთაისში“
ქუთაისში ბევრი შენობაა შემორჩენილი, რომლებიც ამ ტყვეებმა ააგეს.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ქუთაისში ბევრი ტყვე
ჩამოიყვანეს, რომელთაც სხვადასხვა მშენებლობებზე ამუშავებდნენ, მაგრამ
ტყვეთა შორის მარტო გერმანელები არ იყვნენ, 40 - მდე ეროვნების
ადამიანი იყო.
ისინი ქუთაისის შინსახკომის საკონტროლო ფილტრაციული ბანაკი #0331-ის
პატიმრები იყვნენ.
ყველაზე მეტი პატიმარი პოლონელი იყო.
როგორც პოლონელი მკვლევარი დარიუშ როგუტი წერს, მის წიგნში "პოლონელი
ტყვეების ბედი შსსპ ქუთაისის ბანაკში (1945-1947წლები)", პოლონელი
პატიმრები ქუთაისში ვილნიუსიდან ჩამოიყვანეს, ისინი ფაშისტების
წინააღმდეგობის არმიაში იბრძოდნენ. საბჭოთა ჯარების ლიეტუვაში შესვლის
შემდეგ პოლონელები რატომღაც დააპატიმრეს და ქუთაისში
გამოამგზავრეს.
ქუთაისიპოსტის ვიდეო ამ პატიმრებზე ყვება. რომელთა უმეტესობას არაფერი
დაუშავებია, მაგრამ რუსული საბჭოთა რეჟიმი მათ მაინც სჯიდა, რადგან
დასჯა მისი სისტემის ერთადერთი იარაღი იყო.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები