ქუთაისიპოსტის სტუდიაში მომზადებული პირველი გადაცემის თემაა ის
შესაძლებლობები, რომელთაც ევროკავშირის ბაზრის გახსნა უჩენს იმერეთს
რეგიონს.
როგორია იმერეთში წარმოებული მწვანილის გზა ევროპული ბაზრისკენ -
ნახეთ გადაცემაში.
გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს "მწვანეთა მოძრაობა დედამიწის
მეგობრების"წევრი თეიმურაზ კეპულაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფროსის მადგილე კახა სოხაძე.
გადაცემაში თქვენ ასევე ნახავთ ვიდეოსიუჟეტებს, თუ რამდენად
პერსპექტიულია იმერეთში წარმოებული პროდუქციის, კერძოდ მწვანილის
ევროპულ ბაზარზე მოხვედრის შესაძლებლობა.
ხოლო მეორე სიუჟეტი მოგვითხრობს ერთ კონკრეტულ სასათბურე მეურნეობაზე
- თუ როგორ აწარმოებს მწვანილს და ამ ეტაპზე სად არის ქვეყნის
ფარგლებს გარეთ მისი ბაზარი.
მასალის გამოყენების პირობები