ქუთაისის
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაო კაბინეტში წყალი
ჩადის და კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს
"ქუთაისიპოსტის" ვიდეო რუბრიკის"პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე კაბინეტში"
არსი მდგომარეობს, აჩვენოს როგორ გამოიყურება პოლიტიკოსებისა და
ქუთაისელი მაღალჩინოსნების კაბინეტები.
რუბრიკის ფარგლებში მომზადებული ვიდეო მასალა თვეში ერთხელ
განთავსდება "ქუთაისიპოსტზე".
კაბინეტი, რომელსაც "ქუთაისიპოსტი" ამჯერად ესტუმრა, ქუთაისის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას სამუშაო ოთახი
გახლავთ.
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაო
კაბინეტში წყალი ჩადის და კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს, თუმცა როგორც
ჯავახია ამბობს, მიუხედავად ამისა ოთახში თავს მაინც კომფორტულად
გრძნობს.
როგორ გამოიყურება ქუთაისის მერიის ადინისტრაციული სამსახურის უფროსის
კაბინეტი - ნახეთ ვიდეო:
მასალის გამოყენების პირობები