ყოფილ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებს ქუთაისში მატერიალური ფასეულობები გადაეცათ (R)
17:56 / 22.11.2019
ეკონომიკური საქმიანობის განსავითარებლად ქუთაისში ყოფილი
მსჯავრდებულებისა და პრობაციონერებისათვის მატერიალური ფასეულობების
გადაცემის ცერემონია გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “განათლება
რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" მიზანია
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის
პროცესის ხელშეწყობა სამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და
საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გზით.
პროექტს ახორციელებენ ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული
ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და
განვითარების ცენტრი (CSRDG).
ღონისძიებაზე პროექტის 34 მონაწილეს ეკონომიკური საქმიანობის
დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები -
მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და ინვენტარი,
წარმოების საშუალებები და სხვა - გადაეცა.
თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის
ღირებულება 400, 1200 და 3000 ევროს ღირებულებისაა.
პროექტში კახეთის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამეგრელოს და თბილისის
300-ზე მეტი ყოფილი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული.
თითოეული მონაწილე დაესწრო ოთხდღიან ტრენინგს თემაზე „ეფექტური
სოციალური და სამუშაოს მოძიების უნარები”. გარდა ამისა, მონაწილეთა
ნაწილმა გაიარა ორთვიანი პროფესიული გადამზადების კურსი.
პროექტი - „განათლება რეინტეგრაციისათვის - გზა საზოგადოებაში
დასაბრუნებლად” 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები