ვიდეო
თეთრი ხიდი საზეიმო გახსნიდან ერთი წლის შემდეგ (ვიდეო)
FaceBook

ერთი წლის წინ საზეიმოდ გახსნილი თეთრი ხიდი კვლავ  რეაბილიტაციას საჭიროებს.

დაზიანებული და საღებავგადაცლილია რკინის ფილები.


მერიამ ხიდზე ხარვეზების გამოსწორება გასული წლის ბოლოს  დააანონსა, თუმცა,  10 თვის შემდეგ ტენდერიც კი არ გამოცხადებულა.

მერიას  ახლა შპს „ალმა რუსთან",  რომელმაც ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, სასამართლო დავა აქვს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ჯერ სასამართლო უნდა დასრულდეს და  სამუშაოები ამის შემდეგ დაიწყება.


მანამდე, ისტორიული თეთრი  ხიდი მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად უფრო საფრთხისშემცველი ხდება.

მერიამ თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის  შპს „ალმა რუსთან“  436 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა,  კომპანიამ სამუშაოებს სამი თვის ნაცვლად ხუთი თვე მოანდომა და საბოლოოდ მაინც უხარისხოდ შეასრულა.  მერიაში ირწმუნებიან, რომ  შემსრულებელს  მხოლოდ 290 000 ლარი გადაუხადეს.


ხიდის საზეიმო გახსნიდან მალევე, ჯერ რკინის ფილა, შემდეგ კი მინა  დაზიანდა.  ადგილობრივმა  ხელისუფლებამ შეცდომები მხოლოდ ამის შემდეგ  აღიარა და კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა.


მერია  ახლა „ალმა რუსს“ 180 000 ლარს ედავება.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #თეთრი ხიდი
მსგავსი სიახლეები
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა
16:01 / 15.11.2024
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით
საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
11:35 / 10.11.2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით საჩივრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველომ", "საქართველოს მომავლის აკადემიამ" და "ღია სივრცე კავკასიამ" შეიტანეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.