8 წელია ქუთაისის მერიამ, ქალაქის ცენტრში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლებზე დაშენებული მანსარდების პრობლემა ვერ მოაგვარა.
მანსარდებს, რომლებსაც დამოუკიდებელი შესასვლელი არ აქვს, ვერც
ადგილობრივები იყენებენ და ვერც მერიამ მოახერხა მათი
გაყიდვა.
აუქციონზე გატანილი არც ერთი მანსარდი არ
გაიყიდა, რადგან იქ მოხვედრა მხოლოდ სხვისი სახლიდან შეიძლება.
ზოგიერთ მათგანს კი შესასვლელი საერთოდ არ აქვს.
თამარ მეფის #4-ში ტურბელიძეების ოჯახი 7 წელი ითხოვდა მანსარდის შეკეთებას. აქსანა ტურაბელიძე ამბობს, რომ ჭერი შეაკეთეს და წყალი აღარ ჩამოდის, თუმცა, მერია მანსარდს ვერც ყიდის და არც კერძო პირისთვის მის დარეგისტრირებაზეა თანახმა.
ქუთაისის ცენტრში, რამდენიმე
საცხოვრებელ სახლზე მანსარდები 2012 წელს, ქალაქის რეაბილიტაციის
მეორე ეტაპის ფარგლებში დადგეს.
ამავე თემაზე:
დაგვიანებული რეაბილიტაცია არჩევნებამდე ორი
თვით ადრე
მასალის გამოყენების პირობები