ფეხსაცმელების შეკერვისადმი ინტერესი ნაზი ჩაჩუას ბავშვობიდან ჰქონდა. ბავშვობის ოცნება 25 წლის ასაკში აიხდინა.
ამაში პროექტი “აწარმოე საქართველოში” დაეხმარა.
“ვნერვიულობდი, 1%-თაც არ ველოდი გამარჯვებას. სხვა გზებსაც
ვეძებდი, საზღვარგარეთ ვფიქრობდი ჩემი პროფესიით წასვლას. იმიტომ რომ,
არ მეგონა საქართველოში თუ გამომივიდოდა რამე. მაგრამ გულით დავწერე
რაც მინდოდა და რომ გავიმარჯვე, შემეშინდა კიდეც ამხელა
პასუხისმგებლობის”, - ამბობს ნაზი ჩაჩუა.
ფეხსაცმელებს ბავშვობიდან ძერწავდა. სპეციალობაც ამ კუთხით მიიღო და
რვაწლიანი გამოცდილების ქონის მიუხედავად ამბობს, რომ ახალ
გამოცდილებას ყოველდღე იღებს და სწავლობს.
მისი
საქმიანობის მთავარი მიზანია მომხმარებელი მისგან კმაყოფილი
წავიდეს. უახლოესი გეგმები კი ევროპის ბაზარზე გასვლას
უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები