პირველი ევროპის ჩემპიონი ქუთაისიდან შვიდ წლამდელთა შორის (ვიდეო)
16:08 / 14.06.2019
პირველად სამი წლის იყო ჭადრაკის დაფაზე ფიგურებით სვლა რომ გააკეთა.
ექვსი წლის დავით თათვიძე ახლა პირველია ქუთაისიდან 7 წლამდელთა
შორის, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფიგურების დაწყობა და სვლები ბაბუამ ასწავლა, შემდეგ კომპიუტერიც
დაიხმარა.
როცა მშობლებმა დავითის ჭადრაკისამდი დიდი ინტერესი შენიშნეს,
საჭადრაკო სკოლაში მიიყვანეს, თუმცა ასაკის გამო, მასწავლებელი
მიღებაზე უარს ამბობდა. მშობლებმა მაინც დაითანხმეს. დავითი 4 წლის
იყო, როცა ქუთაისის მე-16 საჭადრაკო სკოლაში სიარული დაიწყო.
“მასწავლებელმა, მიღებიდან ერთ თვეში წაიყვანა პირველ ტურნირზე 6
წლამდე ასაკის ბავშვებში, 9-დან 7 ქულა აიღო და მეორე ადგილზე გავიდა.
რადგან ძალიან პატარა იყო, ტურნირებზე მისი გამოსვლა დიდ აჟიოტაჟს
იწვევდა”, - ამბობს დავითის დედა, ეთერ ხობუა.
მას შემდეგ, იშვიათია, დავითი ტურნირიდან პრიზის გარეშე დაბრუნდეს.
ევროპის ჩემპიონობამდე, პატარა მოჭადრაკეს იმერეთისა და საქართველოს
ჩემპიონის ტიტული აქვს მიღებული 7 წლამდე ასაკის ბავშვებში. დავით
თათვიძემ, ორი წლის განმავლობაში 13 თასის მიღება შეძლო.
რუმინეთის ქალაქ მამაიაში, მიმდინარე წლის 9 ივნისს, გამართული
ევროპის სასკოლო ჩემპიონატი ქუთაისელი მოჭადრაკისთვის პირველი
საერთაშორისო ტურნირი იყო, სადაც 9-დან 9 პარტია მოიგო, სამი ქულით
გაასწრო მეორე ადგილოსანს და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
დავითის დედა ამბობს, რომ რუმინეთში გამართულ ჩემპიონატზე ბავშვის
შესაძლებლობებმა ეჭვები გამოიწვია, რის გამოც მას მეთალყურეც
მიუჩინეს. "საპირფარეშოშიც მეთვალყურეობდნე, ეჭვობდნენ, ვინმე სვლებს
ხომ არ კარნახობდა, მაგრამ მერე დარწმუნდნენ საბოლოოდ მის
შესაძლებლობებში," - ამბობს ეთერ ხობუა.
6 წლის ქუთაისელ მოჭადრაკეს ბრატისლავაში დაგეგმილ ევროპის
ჩემპიონატზე, დაფინანსების არ ქონის გამო, შესაძლოა გამგზავრება
მარტოს მოუხდეს.
“ბრატისლავაში მწვრთნელის მგზავრობაც არ არის დაფინანსებული ჯერ და
გამოდის, რომ მარტო უნდა გავუშვა უცხო ადამიანებთან, ” - ამბობს ეთერ
ხობუა, რომელსაც რუმინეთის ტურნირზე დავითთან ერთად გამგზავრება სამი
ათასი ლარი დაუჯდა.
ეთერ ხობუა თქმით, კარგი იქნება, საერთაშორისო ტურნირზე პატარა
მონაწილეების წასვლის დრო, თანმხლები პირის მგზავრობის ხარჯიც
დაფინანსდეს.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები