ქუთაისელი ახალგაზრდა, რომელმაც დამგზავრების აპლიკაცია შექმნა (ვიდეო)
14:20 / 11.02.2019
20 წლის ქუთაისელმა ნიკა ბაზაძემ დამგზავრების ინოვაციური აპლიკაცია "ჰარი" შექმნა, რომელიც
მგზავრებს მძღოლებთან აკავშირებს.
ორი წლის წინ ნიკა ქუთაისიდან სასწავლებლად თბილისში გადავიდა, რომლის
შემდეგ გზასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყოფნა ხშირად უწევდა.
თბილისი-ქუთაისის მიკროავტობუსებით მგზავრობა რადგან არაკომფორტული
იყო, ნიკას იდეა გაუჩნდა, ეს პრობლემა თავისი აპლიკაციით
მოეგვარებინა.
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტმა
სტარტაპზე მუშაობა მეორე კურსიდან დაიწყო. იდეას მალევე მიმდევრებიც
გამოუჩდნენ. ამჟამად, გუნდი 7 წევრისგან შედგება.
ერთ-ერთი მათგანი 23 წლის ანა ხარაზიშვილია, რომელიც "ჰარის"
მარკეტინგულ ნაწილზე მუშაობს. სტუდენტები ამბობენ, რომ ყველაფერი
ენთუზიაზმით შექმნეს.
"ჰარის" შემქმნელებს სტარტაპის განვითარება დიდ მასშტაბებზე აქვთ
გათვლილი. საქართველოს ბაზარზე პროგრამის ფუნქციურად დახვეწის შემდეგ
ისინი სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებზე გასვლას ფიქრობენ.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები