ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, სადაც ყოფილ საბავშვო ბაღში
დევნილები ცხოვრობენ, ყვავილებით მორთულ ეზოში პატარა ხის ქოხს
შენიშნავთ.
ქოხი დევნილ ანზორ კობახიძეს ეკუთვნის, რომელიც საკუთარი ხელით,
შეშისთვის ნაჩუქარი ხის მასალით ააწყო და სახელად “აკაკის ქოხი”
უწოდა.
მას შემდეგ 12 წელია დევნილობაში მონატრებულ შინამურნეობის მიმართ
სიყვარულსა და დანაკლისს ამ ქოხით ივსებს.
"ხის მასალა შეშისთვის მომცეს როგორც დევნილს და მე ქოხი ავაშენე,
რადგან ძალიან მიყვარს", – გვიყვება 63 წლის ანზორ კობახიძე.
აფხაზეთიდან წამოყოლილი სიყვარული, რომელიც საკუთარი ხელით ლამაზად
მორთულ ეზოსა და ხის ქოხში იყრის თავს, ახლა დასაკარგად ენანება.
კობახიძეების 11 სულიანმა ოჯახმა, ავტოქარხნის დასახლებაში 26 წელიანი
ცხოვრებისა და ამდენივე წლიანი ლოდინის შემდეგ, აღმაშენებლის გამზრიზე
ახალი ბინა მიიღო. ანზორ კობახიძე შიშობს, რომ დასახლებიდან მათი
გადასვლის შემდეგ ქოხი განადგურდება, რომელსაც წლებია პატარა
ბავშვივით უვლის.
"ძალიან მენანება ამ ქოხის დატოვება, აქ ვინ გააჩერებს, ალბათ
დაწვავენ", – ამბობს ანზორი კობახიძე.
„ჩვენი ხმები მოიპარეს... არჩევნებზე მოპარული ხმები ნიშნავს, რომ
უხმოდ იქნები, როდესაც სამსახურიდან გაგაგდებენ, როცა ფასები
გაიზრდება და ხელფასი არა, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვები დანგრეულ
სკოლებში ივლიან, უხმოდ იქნები, როდესაც ბავშვს ექიმთან ვეღარ
წაიყვან...გააპროტესტე და დაიბრუნე შენი ხმა", - ეს ტექსტი სტუდენტმა
მარიამ მინდელმა ავტობუსში წაიკითხა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები